ჩემს ნაცნობებს, ახლობლებს და პაციენტებს შესაძლოა გაუკვირდათ, რომ იმაზე, რაც მიმაჩნია მკურნალობის და გაჯანსაღების უპირველეს ნაბიჯად, არ დამიწერია ამდენი ხნის განმავლობაში. არ გაგაწბილებთ და გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რაც გაგიადვილებთ ცხოვრებას და ბევრ წამალზე უარს გათქმევინებთ. დიახ, დღეს სითხის მიღებაზე ვისაუბრებ. არც იმაზეა ლაპარაკი საჭირო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის სითხე, ამიტომ გადავიდეთ კონკრეტულ რჩევებზე.
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
სითხის მიღების წესები
ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება სითხის გარკვეული
რაოდენობა. ეს რაოდენობა არ არის მუდმივი და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:
- წონა,
- ამინდი,
- სტრესი,
- წელიწადის დრო
- ფიზიკური დატვირთვა და ა.შ.
უპირველესად სითხის მიღების რაოდენობა უნდა შეეფარდებოდეს
ადამიანის წონას.
რისთვის უნდა მივიღოთ სითხე? სისხლის მოცულობა რომ შექმნას,
გამოიტანოს ნარჩენები, დააბალანსოს ნივთიერებათა ცვლა და სხვა.
იმისთვის, რომ დავადგინოთ სითხის საჭირო რაოდენობა არსებობს
სპეციალური
ფორმულები:
1. წონა/20-მიღებული
ლიტრებში,
2. ყოველ 1
კგ-ზე 30
მლ სითხე,
ეს არის ის
რაოდენობა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს ყოველდღე რეგულარულად. აქვე იმას ვიტყვი, რომ ამ ფორმულებით განსხვავებული რაოდენობა მიიღება, ამიტომ არჩევანი თქვენზეა! შესაძლებლობების მიხედვით!
მიღების რეგულარობა - აუცილებელი პირობაა!
დამატებითი ფაქტორები:
წელიწადის დრო - ზაფხულსა და ზამთარში ადამიანს სჭირდება სახვადასხვა რაოდენობის სითხე, რადგან ზაფხულში მეტი რაოდენობა იკარგება, ვიდრე ზამთარში.
ფიზიკური დატვირთვა,
რაც მეტია დატვირთვა, მით მეტია სითხის დანაკარგი. სითხის კარგვა იზრდება სხვადასხვა
დაავადებებისას, განსაკუთრებით ტემპერატურის მომატებით მიმდინარე დაავადებების დროს, სტრესების,
ნერვული გადაღლილობისას, ამინდის ცვალებადობის
დროს - ძალიან ხშირია პაციენტების ჩივილი, ასოცირებული ამინდის ცვლილებებთან, რასაც მეტეომგრძნობელობას ან მეტეოდამოკიდებულობას უწოდებენ. ამ პრობლემის კორექცია შესაძლებელია ჩვეულებრივ რაოდენობაზე 500 მლ სითხის დამატებით.
რა სითხე უნდა
მივიღოთ? ეს ძალზედ მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან მოსახლეობაში
სითხე ძირითადად ასოცირებულია წალთან. რა თქმა უნდა წყალი აუცილებელი და ყველანაირი
სითხის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აქ უნდა განვიხილოთ გარკვეული ასპექტები.
წყალი - რომელი წყლის მიღებაა უფრო მიზანშეწონილი? პირველ რიგში
მინდა ვთქვა, რომ ყველაზე სასრგებლო წყალი არის წყაროს წყალი, რომელსაც ჩვენი წინაპრები
"უკვდავების წყაროს" ეძახდნენ. რა თქმა უნდა ეს წყაროები განსხვავდებიან თავისი
შემადგენლობით, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. რომელი წყალი უფრო მისაღები და
სასიამოვნო იქნება თქვენთვის ამას ორგანიზმი უთუოდ გაგრძნობინებთ. სასურველია, რომ
ესეთი წყალი შეადგენდეს თქვენს მიერ მიღებული სითხის 50%-ს. მისაღებია ბოთლებში ჩამოსხმული
წყალი, ონკანის წყალი შეიძლება მივიღოთ 24 საათის (დრო, რომელიც ქლორის აორთქლებას სჭირდება) დაყენების და გაფილტრვის შემდეგ .
ოსმოსური სითხე. რას ნიშნავს ეს ტერმინი. ყველა სითხეს აქვს თავისი ოსმოსური
წნევა. ეს არის ამ სითხეში შემავალი ნივთიერებებით შექმნილი წნევა. თუ ოსმოსური წნევა
სითხეს არ აქვს ან იგი დაბალია, მაშინ იგი
მალევე (5-15 წუთი) ტოვებს ორგანიზმს გამომყოფი აპარატის ნორმალურად ფუნქციონირების
შემთხვევაში.
მარტივი ცდა: აიღეთ 1 ჭიქა წყალი, დალიეთ იგი და დაინიშნეთ დრო,
რამდენ ხანში დატოვებს ეს სითხე თქვენს ორგანიზმს.
ოსმოსური
სითხე არ ტოვებს ორგანიზმს ასე სწრაფად, იგი რჩება ორგანიზმში უფრო დიდი ხნით და ზრდის
სისხლის მოცულობას, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის სისხლით მომარაგებას.
ცდა 2: აიღეთ 1 ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი
თაფლი. ასევე დაინიშნეთ დრო, როდესაც ეს სითხე დატოვებს თქვენს ორგანიზმს. ეს დრო გაცილებით უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველი ცდის დრო.
ამრიგად, სითხის
მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტორი და ეცადოთ მიიღოთ სითხეები ოსმოსურობის გათვალისწინებით.
დაიცავით თანაფარდობა ოსმოსური სითხე/წყალი= 50/50.
ოსმოსური სითხეებია: ბულიონები, წვენები, მინერალური წყალი გაზის გარეშე,
თაფლიანი, ვაშლის ძმრიანი წყალი, მურაბიანი წყალი და ა.შ.
სითხის მიღება:
სითხის მიღებას, რაც
არ უნდა გასაკვირი იყოს აქვს თავისი წესები,
რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
- სითხე არ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით ერთბაშად: სასურველია მიიღოთ პატარ-პატარა ყლუპებით, ცოტ-ცოტა და ხშირად.
- სითხე არ უდა მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, უნდა დააყოვნოთ 1-2 საათი საკვების მიღებიდან, ხოლო ჭამადე უნდა მიიღოთ 20-25 წუთით ადრე.
- სითხის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, შემდეგ უნდა შემცირდეს მისი მიღება.
- მთელი რაოდენობა უნდა იქნას მიღებული 18 საათამდე, ხოლო ყველაზე კარგია სითხის მიღება დილით გაღვიძების შემდეგ, საუზმემდე. ამ დროისთვის სასურველია სითხის მაქსიმალური მოცულობით მიღება. ძილის წინ სითხის მიღება სასურველი არ არის.
თანაზომიერება სითხის მიღებისას
ყველა ადამიანის ორგანიზმს
სითხე აუცილებლად სჭირდება, მაგრამ ყველას
ორგანიზმი მას ერთნაირად ვერ უმკლავდება, რადგან ეს პირველ რიგში მისი გამომყოფი სისტემის
ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ამგვარად, იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს სითხის გამოყოფის
პრობლემები უნდა მიიღონ ეს სითხე მისი გამოყოფის პროპორციულად, ანუ როდესაც სითხეს იღებთ, დააკვირდებით მის გამოყოფასაც და თუ ბალანსი არის დარღვეული, ეს
გარკვეულ შეზღუდვას აწესებს მისი მიღების რაოდენობაზე, თუმცა მისი მიღების აუცილებლობას
არ გამორიცხავს!
სითხის მიღება
შარდმდენების დანიშნვისას
განსაკუთრებით მინდა შევეხო სითხის მიღებას შარდმდენების მომხმარებლებში. არსებობს
არასწორი მოსაზრება, რომ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ შარდმდენებს სითხის მიღება
ეკრძალებათ. ეს პრინციპი საჭიროებს განსაკუთრებულ განსჯას, რადგანაც ზუსტად ეს მიდგომა
იწვევს დაავადებების მკურნალობის სერიოზულ შეფერხებას. მე ზემოთ ავღნიშნე, რომ სითხე
ყველა ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება. დაავადებულ ორგანიზმსაც მათ შორის, რადგანაც
ამაზეა დამოკიდებული ორგანიზმის სისხლის მიმოქცევა. ლოგიკური მსჯელობაც საკმარისია,
რომ მივხვდეთ: თუ არ მიეწოდება სითხე ორგანიზმს და ამას ერთვის მისი რეგულარული ინტენსიური
გამოდევნა სისხლის მიმოქცევიდან, როგორ შეძლებს ორგანიზმი საკუთარი სისხლის მიმოქცევის
საჭიროებების დაკმაყოფილებას? თუ ეს მას არ შეუძლია შარდმდენების მიღების გარეშე, როგორ
შეძლებს ამას შარდმდენების გამოყენებისას? და კიდევ ერთი, იმის გარდა, რომ სითხე ქმნის
ჩვენს ორგანიზმში სისხლის მოცულობას, სითხე სჭირდება მას იგივე შარდმდენების
სამოქმედოდ, რადგან პრეპარატის მოქმედება ორგანიზმზე ხორციელდება სითხით და სითხეზე ანუ მოცულობაზე ზემოქმედებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
ჩანს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სითხის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმში არის მკურნალობის
სწორად წარმართვის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი, რის გარეშეც მკურნალობის ეფექტურობა
ყოველთვის საეჭვო იქნება.
ასევე მინდა გამოვეხმაურო საკითხს, რომელიც ხშირად მესმის პაციენტებისგან - რატომ არ მწყურდება და თუ არ მწყურდება,
რატომ უნდა დავლიო სითხეები?
როდესაც წყურვილი არ არის - წესით ორგანიზმი
დაკმაყოფილებულია სითხით, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში ხდება ამ რეფლექსის დათრგუნვა. დღევანდელი
ცხოვრება ძალიან გადატვირთულია, ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია და ადამიანი მასზე
ზემოქმედებით ადაპტაციას განიცდის. ეს ეხება წყურვილის შეგრძნებას და მის რეალიზებასაც. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავს
იკავებს წყლის დალევისგან. ეს ხდება სამსახურში, სკოლაში, ბაღში.
ფაქტიურად ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩვენი ორგანიზმი სითხის მიღებისგან გადაჩვევას ახდენს. ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში საერთოდ არ ღებულობს სითხეს. ასეთი პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ სითხე უნდა მიიღოს, თანაც არც ისე ცოტა, რთულია.
ხოლო,
როდესაც ადამიანი იწყებს მეტი ყურადღების გამოჩენას თავისი ორგანიზმის მოთხოვნილებების მიმართ და სითხის მიღებას ისე, როგორც მის ორგანიზმს სჭირდება, ეს შეგრძნება თანდათან აღდგება. სითხე ხდება მისი ჩვეულებრივი მოთხოვნილება: იგი გრძნობს ცოტა დალია იმ დღეს თუ არა, როდესაც ადამიანი საერთოდ არ ღებულობს სითხეს, მისი მიღება უნდა დაიწყოს ნელ-ნელა - 1 ლიტრიდან და შემდეგ 500-500 მლ-ის მატებით.
აქედან გამომდინარე, წყურვილის საკითხი
არის შეგრძნებების დათრგუნვის პრობლემა, რომელზეც პაციენტის და ექიმის ერთობლივი მუშაობაა საჭირო.
ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მომწერეთ! გპირდებით, ყველა კითხვა არგუმენტირებულ პასუხს მიიღებს!
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ასევე ნახეთ:
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
5 საინტერესო ფაქტი თქვენში მცხოვრებ ბაქტერიებზე
ფტორი, წყალი და კბილის პასტა
ჰოლისტური მედიცინა
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში
Комментариев нет:
Отправить комментарий