3.10.2014

სასარგებლო და სასიამოვნო ერთად. ლაშქრობის სამედიცინო ასპექტები.




დადებითი ემოციები, ბუნებასთან შერწყმა, საუბრები კოცონთან, გვერდით მეგობრის მხარის შეგრძნება და უსაზღვრო სიყვარული შენს წინაშე გადაშლილი სამშობლოს მშვენიერების მიმართ! ეს ის მომენტებია, როდესაც მართლაც გრძნობ კავშირს შენს ფესვებთან, შენს ისტორიასთან, შენს ხალხთან, ემოციები გავსებს და გათბობს, გიმძაფრდება სიცოცხლის სურვილი.... ასეთი ემოციები მოაქვს ლაშქრობას.

განა შესაძლებელია ამგვარი განცდები დადებითად არ აისახებოდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე? კონკრეტულად რა არის ლაშქრობაში სასარგებლო?

გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას - აგრესია, ინფორმაციული გადატვირთვა, დაძაბულობა და ერთფეროვნება, მკვეთრად შეზღუდული ფიზიკური აქტივობა, სტრესები, "სმოგი", ქალაქში სიმწვანის დეფიციტი, მავნე ჩვევები, მათ შორის ტელევიზორი, კომპიუტერი, ხმაური, ურთიერთობების ვირტუალიზაცია და პირდაპირი ცოცხალი ურთიერთობების ნაკლებობა.
შედეგი - კარჩაკეტილობა, ნევროზები, დეპრესია, დამოკიდებულება, სუიციდი... მატულობს ფსიქოთერაპევტებთან პაციენტების რიცხვი და კიდევ უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვისაც ეს დახმარება სჭირდებათ და არ აქვს.

ცოტაოდენი ფაქტები:
1. დედამიწის ატმოსფერო შედგება 78% აზოტისა და 21% ჟანგბადისგან, 0,3% ნახშირორჟნგისგან. ჟანგბადის რაოდენობა ქალაქგარეთ, განსაკუთრებით მთებში 1-2%-ით მეტია, ვიდრე ქალაქში, იგი იხარჯება ბენზინის წვაში. ავტომობილების გამონაბოლქვი აირები  74% ნახშირორჟანგისგან შედგება, ამიტომ ქალაქების ატმოსფეროში ამ აირის რაოდენობა 0,7% აღწევს.
2.ოფიციალური ცნობებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის 40-60% შეადგენს და პირველ ადგილზეა, შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნეები - 15-20%, ტრავმები - 5%, ფილტვების დავადებები და სხვა. დაავადებებიდან ყველაზე ხშირი და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმმედი არის სამი: ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, კორონარული დაავადება ან ინფარქტი.
3. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს: საშუალო ხმაურის დონის ყოველ დამატებით 10 დბ შეუძლია არტერიული წნევის 2 დანაყოფით მომატება, რაც დაახლოებით 10%-ით ზრდის ინსულტის რისკს და 5% -ით გულის დაავადებების რისკს. მეცნიერების მონაცემებით, ხმაურით დაბინძურება, რომელიც დიდი ქალაქებისთვის არის დამახასიათებელი,  ამცირებს ადამიანების სიცოცხლეს 10-12 წლით. ხმაურის ნეგატიური ეფექტი 36%-ით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამბაქოს მოწევა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 6-8 წლით ამცირებს.
4. მხოფლიოში ყოველ 20 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს, ხოლო 2 წამში ერთხელ ეს ქმედება წარუმატებელია. თვითმკვლელების რიცხვი აღემატება მკვლელობების მცხვერპლთა და ომში დაღუპულთა რიცხვს ერთად აღებულს. მსოფლიოში თვითმკვლელობების რიცხვი სტაბილურად იზრდება - ამას ადასტურებს თვითმკვლელობების აცილების საერთაშორისო ასოციაცია (International Association for Suicide Prevention), რომელიც გათვლებს 1950 წლებიდან აწარმოებს. განსაკუთრებით დიდია თვითმკვლელობების რაოდენობა მოზრდილებში.


5.  სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად 77 ათასი ადამიანი პირველად სინჯავს ნარკოტიკს. მათგან 35 ათასი კვდება დოზის გადაჭარბების გამო. დარჩენილები აგრძელებენ მიღებას, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ბოლო წლებში ნარკოტიკებისგან კვდება 14-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე ადრე. მათ შორის მოზრდილები - 40 ჯერ მეტი. ნარკომანი ცოცხლობს საშუალოდ 5 წელი. 100% ნარკომანებიდან: 19% -სკოლის მოსწავლეა, 62% ახალგაზრდა თაობა (16-31 წელი), 19% - 31 წლის ზემოთ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბავშვები ნარკოტიკების მოხმარებას იწყებენ 7 წლიდან, მათ  ნარკომანი მშობლები აჩვევენ. ნარკოტიკები გავრცელებულია სკოლებში, კლუბებში და ამდაგვარ ადგილებში. ადამიანების 75%  ნარკოტიკებს პირველად ზუსტად ასეთ ადგილებში სინჯავენ.
 
განტვირთვა, გარემოს შეცვლა - პირველი ნაბიჯია, რასაც  აუცილებლად გირჩევთ ფსიქოთერაპევტი. სიმწვანე, პერსპექტივის შეგრძნება, სუფთა ჰაერი - ეს მართლაც და ბუნებრივი სასწაულმომქმედი საშუალებებია, რომლის გამოუყენებლობა საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დიდი შეცდომაა.

ლაშქრობა - აქტიური განტვირთვის უებარი საშუალებაა, რომელსაც გააჩნია დადებითი და ხანგრძლივი ფსიქოლოგიური განწობის შექმნის უნარი. იგი არაჩვეულებრივად ეფექტური გამაჯანსაღებელი საშუალებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ექიმები ხშირად არ აძლევენ ასეთი საშუალების რეკომენდაციას საკუთარ პაციენტებს, არადა ზემოქმედების მიხედვით იგი ძალიან ბევრი წამლის გამოყენების აუცლებლობას შეამცირებდა.

ერთხელ ლაშქრობაში წასული ადამიანი კარგად გრძნობს მისი ზემოქმედების ძალას,  და შემდგომში ამგვარი დასვენების საშუალებას თავად ირჩევს, ალბათ ამიტომ გახდა ლაშქრობა ასეთი პოპულარული, თანაც არა მხოლოდ საქართველოში.

ისევე, როგორც საქართველოში არსებობს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, მასში გაერთიანებული ცალკეული მოლაშქრეთა კლუბებით, ისე ბევრ სხვა  ქვეყანაში მოლაშქრეთა კლუბები ლაშქრობის მოყვარულ ადამიანებს აერთიანებთ, სადაც სათავეში გამოცდილი პროფესიონალები უდგანან. ფაქტიურად ეს გატაცება ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტად იქცევა და ცხოვრების სტილად ყალიბდება. მათ ურთიერთობას ჯანმრთელობა, მხნეობა, შთაბეჭდილებები, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მოყვება.



ასეთი ადამიანები განსხვავდებიან ბუნებისადმი უსაზღვრო სიყვარულით და კარგი ჯანმრთელობით, მუდამ კარგ ფიზიკურ ფორმას და განწყობას ინარჩუნებენ. ლაშქრობა - მათი ცხოვრების ერთი დიდი თავგადასავალია!

იგი თითქმის ყველა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი. დაწყებული იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია გარკვეული მანძილების დამოუკიდებლად დაფარვა. ეს არის საუკეთესო საშუალება, რათა ბავშვს კარგად ჩამოუყალიბდეს საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღთა და სასუნთქი, კუჭ-ნაწლავის სისტემები, გაუმჯობესდეს აზროვნების უნარი, გაუძლიერდეს იმუნიტეტი, შეუმცირდეს არაინფექციური დაავადებების რისკი. განსაკუთრებულად დადებითად ლაშქრობა მოქმედებს მოზარდებზე. ეს ასაკი თავისთავად კრიტიკული პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში, რომელიც დიდ ზემოქმედებას ახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე, რასაც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს. თავის დამკვიდრების მცდელობაში ისინი იოლად ექვემდებარებიან მავნე ზემოქმედებებს: ტოქსიკომანია, ნარკოტიკები, სასმელი, თამბაქო, თამაშები და სხვა. ასეთ ასაკში დადებითი ჩვევების ჩამოყალიბება, მეგობრებთან სასიამოვნო და ჯანსაღი ურთიერთობების წარმართვა, სიძნელეების გადალახვა, რისი კარგი საშუალება ლაშქრობა, - უნმიშვნელოვანესია. მით უფრო მისასალმებელია მოლაშქრეთა ფედერაციის მიმართულება მოლაშქრეთა კლუბების სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ჩამოყალიბება.



 ხანდაზმულებში ლაშქრობები შესაძლოა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კარგი საშუალება გახდეს. მოძრაობა - ხანდაზმულებისთვის აუცილებელი ყოველდღიური კომპონენტია, რაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობას სჭირდება. თანაც სუფთა ჰაერი, ზომიერი დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობის მოწესრიგებას უწყობს ხელს, რაც სიცოცხლის გახანგრძლივების პირობაა.  მოლაშქრე ხანდაზმული ადამიანები ყოველთვის უფრო მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე მათი არამოლაშქრე თანატოლები. მოდუნებული კუნთები მაგრდება, წნევა სტაბილურდება, წონა იკლებს, სახსრები და ძვლები მაგრდება, ხოლო მოძრაობები თავისუფალი და აქტიური ხდება, განწყობა უმჯობესდება, მატულობს სასიცოცხლო ენერგია, სიცოცხლის ხარისხი და ხალისი.

ლაშქრობა - ძალიან საინტერესო და განმავითარებელია, აქტიური ცხოვრების სტილით ცხოვრება აუცილებელია, მაშინ ქრება გულის პრობლემები, წესრიგდება წონა, უმჯობესდება ემოციური მდგომარეობა. თუ სწრაფი ტემპი თქვენი ჩვევა გახდა, მაშინ დაანებეთ თავი ფიზიკურ ვარჯიშებს, ისინი ვერ მოგიტანენ სარგებელს. ამიტომ უფრო უსაფრთხო და უკეთესი  იქნება ლაშქრობა. მშობლიურ ადგილებში მოკლევადიანი ლაშქრობა - შემეცნებითი და განწყობის გასაუმჯობესებელია.

ლაშქრობა - ხანგრძლივი და ზომიერი ფიზიკური დატვირთვაა. 
დინამიური ფიზიკური დატვირთვები უფრო სასურველია, ვიდრე სტატიკური, თანაც დატვირთვები უნდა იყოს საკმარისად ხანგრძლივი. შეადარეთ: ძილის დროს ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერება შეადგენს 30%, უძრავად ჯდომისას - 40%, სწრაფი სიარულისას - 60%, 20 წუთის ვარჯიშებისას - 80%, ხოლო 1 საათის სიარულისას - 100%. ამრიგად, ფიზიკური დატვირთვის გარეშე ჟანგვითი პროცესები უკეთეს მდგომარეობაში თავისი ინტენსივობის მხოლოდ 50% აღწევს. ქალაქში მცხოვრებთა უმეტესობას ნაკლებად მოძრავი ცხოვრების სტილი აქვს, თანაც დროს უმეტესობას ისინი სახლში ატარებენ (განსაკუთრებით ზამთარში), სადაც ჟანგბადის კონცენტრაცია 2-3 ჯერ ნაკლებია. კვების მოუწესრიგებლობის გათვალისწინებით 40 წლის ადამიანი კვდება სადღაც 50 წლის ასაკში ინფარქტისგან ან ინსულტისგან. ფიზიკური დატვირთვები აუცილებლად ხანგრძლივი უნდა იყოს, არანაკლებ 2 საათისა.


ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობის გლობალური რეკომენდაციები, სადაც ლაშქრობები ყველა ასაკის ადამიანებისთვისაა გათვალისწინებული.

გარემოს შეცვლა, ახალი ადამიანების გაცნობა,  ველური ბუნების პირობები შესაძლოა საინტერესო შტრიხი გახდეს ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც შესაძლოა მკვეთრად შეცვალოს მისი ჩვევები, მისწრაფებები და შედეგად... მისი ჯანმრთელობა და მთელი ცხოვრება.

ლაშქრობის  პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი ასპექტი ზუსტად მისი ძლიერი ზემოქმედებაა ფსიქოლოგიურ განწყობაზე.  იგი ყოველთვის ასოცირდება სუფთა ჰაერთან და დადებით ემოციებთან, თუმცა მიწის სუნი, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი და მიწაზე ძილიც კარგ ასოციაციებს იწვევს.
თანამედროვეობამ და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებამ გაამრავალფეროვნა ლაშქრობები - მსურველს დიდი არჩევანი აქვს მარშრუტის, ხანგრძლივობის, სირთულის და კომფორტის დონის მიხედვით. შესაძლებელია გარკვეული ტერიტორიების მანქანით, ცხენებით ან ფეხით გავლა, ღამის თევა მიწაზე საძინებელ ტომარაში ან სასტუმროს ნომერში და სხვა, რაც მკვეთრად ზრდის ლაშქრობაში მონაწილეების ასაკსაც და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.
უნდა აღინიშნოს, რომ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ძირითადი და მნიშვნელოვანი ფუნქცია - ლაშქრობების კოორდინაცია და უსაფრთხოების შექმნაა, რაც ლაშქრობებს უფრო მეტ პოპულარობას შესძენს, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი მოსახლეობის კატეგორიებისთვის, როგორიცაა სკოლის მოსწავლეები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ლაშქრობა - აქტიური დასვენებაა, სადაც შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნება და გამოცდა. თანაც ასეთი სახის დასვენება არა მხოლოდ ანეიტრალებს ჩვეული ცხოვრებით გამოწვეულ ფსიქო-სომატურ პრობლემებს, არამედ ახდენს კიდევ უფრო ძლიერ, ხანგრძლივ და ღრმა დადებით ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ლაშქრობის დროს ხდება კუნთების მასის ზრდა, გამაგრება, ორგანიზმში სისხლის მომარაგების გაუმჯობესება, გააქტიურებული ნაწილების გამო, განსაკუთრებით ადრე უმოძრაო ადგილებში, ყალიბდება ფსიქოლოგიური კომფორტის შეგრძნება. ამრიგად ლაშქრობა წარმოადგენს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მშვენიერ საშუალებას, სადაც  კორექტირდება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ  უმჯობესდება ფიზიკური ფორმაც, იხვეწება სხეული.

ამგვარად ლაშქრობა წარმოადგენს ფიზიკური ფორმის დახვეწა-შენარჩუნების ერთ-ერთ კარგ საშუალებას.



ლაშქრობაში ხდება დადებითი შთაბეჭდილებების მოგროვება, ემოციური მუხტის გამომჟღავნება და მათგან გათავისუფლება, დადებითი მუხტით ჩანაცვლებით.
ახალი შთაბეჭდილებები, ახალი ადგილების მონახულება, გზაში გარკვეული სირთულეების გადალახვა, საჭიროების შემთხვევაში გამჭრიახობის გამოვლინება, მეგობრის დახმარება - ლაშქრობაში ყველაფერი ქმნის გონების და აზროვნების სტიმულირების ახალ წყაროს. ამრიგად ვღებულობთ ფიზიკური, გონებრივი და ფსიქოლოგიური მუშაობის ერთიანობას, რაც დინამიურად აბალანსებს და ავსებს ერთმანეთს.
ლაშქრობის  შემდეგ  კი  შინაგანი რეზერვების გაზრდას, ფიზიკურად და გონებრივად მომზადებული ადამიანი ყალიბდება, რომელსაც შეუძლია მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს იმ სიძნელეებს, რომელიც ჩვეულებრივად ხვდება ცხოვრების გზაზე.

ამრიგად, ლაშქრობის დადებითი მხარეებია:

·         ადამიანის ფსიქოლოგიური, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, დაბალანსება;
·         ნერვული სტრესებისგან განმუხტვა, დადებითი ემოციების დაგროვება, ნერვული სისტემის მუშაობის ოპტიმიზირება;
·          წნევების რეჟიმის გაუმჯობესება, გულის უკმარისობის ხარისხის შემცირება;
·          სუნთქვის ხარისხის გაუმჯობესება, ჟანგბადით სისხლის მომარაგების გაუმჯობესება;
·          კუნთების გამაგრება, კუნთოვანი მასის გაზრდა (რეგულარულობის შემთხვევაში);
·         წონის შემცირება, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება;
·         ფსიქოლოგიური და გონებრივი რეაბილიტაცია;
·         გაჯანსაღება, გაახალგაზრდავება;
·         ზემოქმედება ცხოვრებაზე: ლაშქრობა ცხოვრების სტილია!

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია: https://www.facebook.com/molashkre


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

 


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий