ხალხური რეცეპტები

ხალხური რეცეპტების გამოყენება - გაჯანსაღების ძალიან კარგი საშუალებაა. ისინი გამოცდილია დროით და შედეგიანია. ეს რეცეპტები ძირითადად დაფუძნებულია ხალხის უძველეს ცოდნაზე ამა თუ იმ მცენარის, დაავადების გამომწვევი მიზეზის და მიმდინარეობის შესახებ.

კაცობრიობის ჩამოყალიბებიდან დღემდე ადამიანი სწავლობდა გარემოს, აკვირდებოდა მას და იყენებდა თავის სასარგებლოდ. ყველაფერს შესაბამისად თავისი დრო და ადგილი ჰქონდა. მცენარეების მცოდნეები ძალიან დიდ ცოდნას ფლობდნენ როგორც მათ სამკურნალო თვისებებზე, ისე მათი მოგროვების და დაბინავების, გამოყენების პირობებსა თუ წესებზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის, თუ რა დროს, რა ადგილზე, რა გარემოში უნდა მოიკრიფოს, მოგროვდეს, გამოშრეს ესა თუ ის მცენარე, რომელი ნაწილის გამოყენებაა უფრო მიზანშეწონილი, როგორი მომზადების წესია გამოსაყენებელი და კიდევ ბევრი სხვა.

ჯანმრთელობაზე ზემოქმედების უამრავი ხერხი არსებობს, რომელთა ზემოქმედება არ არღვევს ორგანიზმის ეკოლოგიას და ბიოქიმიას. მცენარეული ნაკრებებით ზემოქმედება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია, რადგანაც ცოტაოდენი ინტერესის გამოჩენაც კი საკმარისია, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ზემოქმედების საკუთარ თავზე გამოცდა, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ღმრთისგან ასეთ დალოცვილ და მცენარეული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სამწუხაროა, რომ მიუხედევედ ასეთი მდიდარი მცენარეული გარემოსი, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ქიმიურად შექმნილ პრეპარატებზე და, შესაბამისად, აფთიაქზე ორიენტირებული აზროვნება და ჩვენი ინტერესი, სოფელში ცხოვრების პირობებშიც კი, მთლიანად მოწყვეტილია გარემოს.


ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მცენარე, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ადამიანს თითქმის მის ფეხებთან არის, ხოლო ამ დროს ადამიანი აფთიაქში აბარებს წამალს, რომელიც საიდანღაც შორიდან არის ჩამოსატანი და ამის მეტ გამოსავალს ვერც კი ხედავს. ვერ ხედავს იმ გარემოს შესაძლებლობებს, რომელშიც გაიზარდა, რომელშიც ჩაფლულია, რომელსაც ხელით ეხება ყოველდღე. მე მგონი, ეს ძალზედ დამაფიქრებელი უნდა იყოს.

ქვემოთ მოცემულ ვიდეო რგოლზე ნახავთ არაჩვეულებრივ ქალბატონს, რომელიც აღნიშნავს, რომ იმ მცენარეებით, რომელიც ადამიანის სახლთან აღმოცენდებიან, შეიძლება იოლად გამოიცნოთ რა დაავადება აქვს მის პატრონს. ის მცენარე, რომელიც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის აღსადგენად ყოველთვის მის სახლთან ხარობს. ამიტომ დააკვირდით თქვენ სახლთან აღმოცენებულ მცენარეებს - ისინი ტყუილად არ არიან იქ, ისინი თქვენი ჯანმრთელობის დამცველები არიან! დააკვირდით, ყურადღება მიაქციეთ, შეისწავლეთ და გამოიყენეთ! რა თქმა უნდა ეს ძირითადად სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ეხება, ხოლო ვინც ქალაქებში ვცხოვრობთ - ხშირად გავიდეთ ბუნებაში, ხშირად მივმართოთ მცენარეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად - ეს ნამდვილად გაგვიმარტივებს ცხოვრებას.

ამ რუბრიკაში მინდა მოგაწოდოთ ხალხური რეცეპტები. მინდა, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი:
1. მცენარეები მოქმედებენ სწორად, მაგრამ რეაგირებისთვის მათ გარკვეული დრო სჭირდებათ;
2. მხოლოდ ერთი რეცეპტი არ არის პანაცეა, მაგრამ მას ექნება ეფექტი მხოლოდ მისი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში;
3. უმჯობესია რეცეპტები გამოიყენოთ როგორც ჯანმრთელობის სისტემის რაღაც ნაწილი და არა როგორც ერთადერთი სამკურნალო ხერხი;
4. რეცეპტი უფრო ქმედითია, თუ თქვენი ცხოვრების წესი მთლიანად მიმართულია ორგანიზმის დახმარებისკენ და ამისთვის თქვენ გარკვეულ ძალიასხმევას ატანთ.

დღეს გთავაზობთ რეცეპტს, რომელის გამოიყენება:

  • მაღალი არტერიული წნევის საკორექციოდ;
  • წმენდს კუჭ-ნაწლავს, ღვიძლს და თირკმელებს;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ამაგრებს ღრძილებს;
  • გიცავთ მწვავე ვირუსული დაავადებების, მათ შორის გრიპისგან.
ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ: 
  • ფიჭვის წიწვები  - 5 სუფრის კოვზი;
  • ასკილის ნაყოფი - 2 სუფრის კოვზი;
  • ხახვის ხმელი ფურცლები - 2 სუფრის კოვზი. 
მომზადების წესი: მასალას დავასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი, ვადუღოთ 10 წუთი დახურულ ჭურჭელში. დავაყენოთ და გადავწუროთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალი დაამატოთ. ეს არის 2 დღის დოზა. ასეთი მკურნალობის კურსი - 4 თვეა.

მოსალოდნელი შედეგები: 5 დღის შემდეგ მოგეხსნებათ თავის ტკივილები, სადღაც 1 თვის შემდეგ შეგიძლიათ თანდათანობით გადახედოთ ჰიპოტენზიური პრეპარატების გამოყენების დოზებს.

 ჰიპერტენზიის მკურნალობის ზოგადი მიმართულება კი ნახეთ აქ.

აქ კი არაჩვეულებრივი ქალბატონის მარტივი რჩევებია, რომეთაც ამ ლინკზე მოისმენთ და ნახავთ.


.


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ასევე ნახეთ:
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი ამ ბლოგზე

Комментариев нет:

Отправить комментарий