3.05.2014

ფტორი, წყალი და კბილის პასტა

ბავშვებში აუტიზმის და ADHD-ს ანუ ყურადღების ნაკლებობის ჰიპერაქტიული დეფიციტი-ს მთავარი მიზეზი არის საკვებში, რომელსაც ვღებულობთ,  წყალში, რომელსაც ვსვამთ და პროდუქტებში, რომელსაც გამოვიყენებთ, ამბობს ახალი კვლევა, რომელიც ეხლახანს The Lancet-ში გამოქვეყნდა. The Harvard School of Public Health (HSPH) და the Icahn School of Medicine at Mount Sinai (ISMMS)-ის მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ სხვადასხვა ნივთიერებებს შორის ფლუორიდი, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნებით არის დამატებული სამხრეთ ამერიკის წყლის ბევრ სისტემაში, ბავშვებში  გონებრივ და  ქცევით დარღვევებს იწვევს.

ადრეულ კვლევებში, რომლებიც გამოცემულია 2006 წელს ფლუორიდი აღწერილია, როგორც "განვითარებასთან დაკავშირებული ნეიროტოქსიკანტი", ახალი რევიუ შეიცავს ფლუორიდის შემსწავლელ 27 დამატებით კვლევას, რომლის უმეტესობაც ჩინეთიდანაა, რომლებიც  ფლუორიდს IQ-ს დაბალ მაჩვენებელთან აკავშირებენ. სრული ანალიზის შედეგად განისაზღვრა, რომ ფლუორიდი აფერხებს გონებრივ განვითარებას და შეუძლია აუტიზმის სპექტრის დარღვევების გამოწვევა, როგორიცაა დისლექსია, ADHD და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების "ჩუმი ეპიდემია", რომლის იგნორირებასაც განაგრძობენ ჯანდაცვის მმართველები.

ორი მთავარი მკვლევარის თანახმად, Philippe Grandjean-ის  HSPH-დან და Philip Landrigan-ის  ISMMS-დან, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ქიმიურად დაკავშირებული ნეირო-განვითარების დარღვევები გაორმაგდა ექვსიდან თორმეტამდე. ამის მიზეზი - ყოველი გამოკვლევების გარეშე ბევრი ქიმიკატების გამოსაყენებლად დაშვებაა, როდესაც საზოგადოება არ არის ინფორმირებული, თუ რა და რა რაოდენობით ქიმიკატებს იყენებენ.  

"2006 წლიდან ქიმიური ნივთიერებების რიცხვმა, რომლებმაც, როგორც ცნობილია, უფრო ზოგადად დააზიანეს ადამიანის ტვინი, მაგრამ არ რეგულირდებიან, რომ დაიცვან ბავშვთა ჯანმრთელობა,  202-დან 214-მდე  გაიზარდა",- წერს Julia Medew The Sydney Morning Herald-ში. "ეს შესაძლებელია იყოს აისბერგის წვერი, რადგან 80 000-ზე მეტი ქიმიკატებიდან უმეტესობა, რომელიც აშშ-ში ფართოდ გამოიყენება არასოდეს გამოკვლეულა ნაყოფზე ან ბავშვზე ტოქსიკური ზემოქმედების კუთხით.

ბავშვების უსაფრთხოებისთვის ფლუორიდი სასწრაფოდ უნდა იქნას ამოღებული  საყოფაცხოვრებო გამოყენების წყლებიდან!


იმ დროს, როდესაც ყველაზე დამანგრევლად და გავრცელებულად პესტიციდები ითვლებოდა, რომელთა არსებობასაც საზოგადოება არ  აცნობიერებდა, ფტორიდი, რომელიც საყოფაცხოვრებო წყალს არის დამატებული, როგორც კბილის ემალის დაზიანების დამცველი, ასევე უაღრესად პრობლემურია. ის ასევე იგნორირებულია ჯანმრთელობის მართვის მესვეურებისგან, როგორც ბავშვების განვითარების პრობლემების შესაძლო ფაქტორი, თუმცა მეცნიერება  ამ ხიფათს ეთანხმება.

როგორც სხვა ძირითადი ინდუსტიული და მოსავლის ქიმიკატები, ფლუორიდი, როგორც ცნობილია, აკუმულირდება სისხლში და შედის ძვლებსა და სხვა ქსოვილებში. ფეხმძიმე ქალებში ასევე შედის პლაცენტაში, საიდანაც  ნაყოფის ძვლებსა და ტვინის ქსოვილში გროვდება. ეფექტები, რა თქმა უნდა დამანგრეველია, რაც მეტ სერიოზულობას მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის რეგულირებისას.

"პრობლემა საერთაშორისოა თავისი მოცულობით, და გამოსავალიც საერთაშორისო უნდა იყოს", - პრეს-რელიზში განაცხადა Grandjean-მა, და მოუწოდა ზოგადი ქიმიკატებისთვის სარეგულაციო სტანდარტების გაუმჯობესებისკენ. "ჩვენ გვაქვს მეთოდები, რომ გამოვიკვლიოთ ინდუსტრიული ქიმიკატების დამაზიანებელი ზემოქმედება ბავშვების ტვინის განვითარებაზე - ეხლა მოვიდა დრო ეს ტესტები აუცილებელი გავხადოთ".

ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა არ ამატებს ფლუორიდს წყალში: მაგალითად აღმოსავლეთ ევროპა მოსახლეობის მხოლოდ 3% იყენებს ფტორირებულ წყალს.
25 ქვეყანაში არის ფტორირების პროგრამები, 11 მათგანის მოსახლეობის 20%-ზე ნაკლები სარგებლობს ასეთი წყლით: არგენტინა - 19%, გვატემალა - 13%, პანამა - 15%, პაპუა ახალი გვინეა - 6%, პერუ - 2%, სერბია - 3%, ესპანეთი - 11%, სამხრეთ კორეა - 6%, დიდი ბრიტანეთი - 11%, ვიეტნამი - 4%.

მსოფლიოს მხოლოდ 11 ქვეყანაში  მისი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ღებულობს ფტორირებულ წყალს: ავსტრალია - 80%, ბრუნეი - 95%, ჩილე - 70%, განა - 62%, ჰონგ კონგ - 100%, ირლანდია - 73%, ისრაელი - 70%, მალაიზია - 75%, ახალი ზელანდია - 62%, სინგაპური - 100%, აშშ - 64%.

მთლიანობაში 369 655 000 მილიონი ადამიანი იღებს ფტორირებულ წყალს. ეს არის მოსახლეობის 5%.  

არავითარი განსხვავებები კბილების დაზიანების კუთხით ფტორირებული და ჩვეულებრივი წყლის მომხმარებლებში არ არის!

ფლუორიდი არის ინტელექტის მთავარი სუპრესანტი, რომელიც სასმელ წყალში და კბილის პასტებში ემატება. ნატრიუმის ფტორიდი არის ვირთხების და ტარაკნების შხამის, ანასთეზიური, ჰიპნოტური, ფსიქიატრიული საშუალებების და ნერვულ სისტემაზე მომქმედი სამხედრო გაზის შემადგენელი ჩეულებრივი ინგრედიენტი. იგი პროზაკის და ზარინის საბაზო ინგრედიენტია, რომელიც გამოყენებულ იქნა იაპონიის მეტროში. 

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუორიდი იწვევს გონებრივ დარღვევებს, აჩლუნგებს და დამჯერებს ხდის  ადამიანებს. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასა და ძვლოვანი სტრუქტურების დაშლაზე რომ არაფერი ვთქვათ. 

პირველად სასმელი წყლის ფლუორიდით დამუშავებას გერმანიის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ჰქონდა ადგილი ილუმინატის სავალალოდ ცნობილი ფარმაცევტული გიგანტის "ი.გ. ფარბენ"-ის წყალობით. ეს იყო კომპანია, რომელიც ინახავდა ოსვენციმისნაირ საკონცენტრაციო ბანაკებს და დღემდე არსებობს თავის შემადგენელ ნაწილებთან ერთად, რომელთა რიცხვში შედის "ბაიერი". ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ნაცისტები ამას პატიმრების კბილებზე ზრუნვით აკეთებდნენ?  ნატრიუმის ფლუორიდიანი წყალმომარაგებით ეს მასობრივი მკურნალობა გამიზნული იყო პატიმრების სტერილიზაციისა და მათი უტყვი მორჩილების იძულებისთვის.

 ჩარლზ პერკინსი ამ მეთოდს "მოსახერხებელ მსუბუქ ლობოექტომიას" ეძახდა. "მე ვაცხადებ პირდაპირ და გულახდილად, როგორც მეცნიერი, რომელმაც თითქმის 20 წელი დაუთმო კვლევებს ფლუორინის ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში და პათოლოგიაში: ნებისმიერი, ვინც ხელოვნურად ფლუორიზებულ წყალს ერთი წლის განმავლობაში ან მეტი  მიიღებს - იგი ვერასოდეს დაუბრუნდება თავის საწყის მენტალურ ან ფიზიკურ მდგომარეობას".

ფლუორიდი "ცვლის ადამიანის ძვლების არქიტექტონიკას". უმეტესობა სტომატოლოგებისა ეყრდნობიან მცდარ კვლევებს, რომლებიც "ასაბუთებენ" ფლუორიდის დადებით ზემოქმედებას კბილებზე. ეს ტყუილი იმდენად მისაღები გახდა, რომ როდესაც სიმართლე ამოტივტივდება ხოლმე, მას სასაცილოდ მიიჩნევენ. "ახალი კვლევები ამტკიცებენ", რომ ფლუორიდი "ამცირებს ძვლების დაშლას და მოტეხილობების რისკს". ეს პრესინგისთვის გამოიყენება.

კბილის პასტაში ფტორის შეყვანამ გამოიწვია მისი ფასების ზრდა და რეკომნდირებული იყო ბავშვებისთვის, როგორც "კომპონენტი, აუცილებელი მუდმივი კბილების განვითარებისთვის". და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1977 წელს ამერიკის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ ნაჩვენები იყო კიბოს და ფტორიდის ურთიერთკავშირი.

ფტორი, მართალია, არის კბილების ბუნებრივი კომპონენტი, მაგრამ არ უნდა შედიოდეს ორგანიზმში ფტორიდის (ფლუორიდის) სახით. ფტორი საჭიროა მცირე რაოდენობით და იგი ორგანული ფორმით შეითვისება საკვებიდან. ფტორის მეტობა არა თუ აუმჯობესებს კბილების მდგომარეობას, შეუძლია ემალის დაშლაც.

როგორც ვიცი, საქართველოში არ ხდება წყლის ფტორირება, ამგვარად ჩვენთან ფტორირების  ზემოქმედება კბილის პასტებისგან გამომდინარეობს. კარგად დააკვირდით შეფუთვას და აირჩიეთ ისეთი პასტები, რომელშიც ფტორი არ შედის.


 იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

   გამოყენებული მასალა:
http://www.naturalnews.com/044057_fluoridated_water_ADHD_mental_disorders.html#
http://fluoridealert.org/content/bfs-2012/
http://www.e-reading.bz/chapter.php/1023392/176/Ayk_-_Deti_Matricy.html#n_539 

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

2.27.2014

ჰოლისტური მედიცინა


როგორც ჩემი ბლოგიდან მოგეხსენებათ, მკურნალობის მიმართ მე განსხვავებული მიდგომები გამაჩნია. მიმართულება, რომლის წარმომადგენლად ვთვლი თავს - ჰოლისტური მედიცინაა. რადგანაც საქართველოში ჯერ არ არსებობს ისეთი გაერთიანება, სადაც ამ მიმართულების ექიმებს შეგვიძლია  გარკვეული შეხედულებების ჩამოყალიბება, განვითარების გეგმების დასახვა და სხვა, მე ვეცადე ჩემი ბლოგის მეშვეობით გამეკეთებინა ის, რაც არის შესაძლებელი. მკურნალობას ბევრი სტატია მივუძღვენი, ეხლა მინდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა აზრები და შეხედულებები, რაც ჰოლისტური მედიცინის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით.

კრისტოფ ვილჰელმ გუფელანდი -
გერმანელი კლინიცისტი-თერაპევტი,
მედიცინის დოქტორი (1783 წ).
სამედიცინო ხელოვნება ერთია, რადგანაც იგი ემყარება ბუნების მარადიულ კანონებს; მაგრამ სამედიცინო სისტემები ბევრია. სხვაგვარად არ შეიძლება. სისტემები დამოკიდებულია მცნებების უპირატესობაზე და შემეცნების მდგომარეობაზე, რომელზედაც ისინი მტკიცდებიან.
გუფელანდი.

მცნებები  "ჰოლიზმი" და "ჰოლისტური" ბერძნული სიტყვა "ჰოლონ"-ისგანაა წარმოქმნილი, რაც "მთლიანობას", "მთელს" ნიშნავს. შესაბამისად მთელი სამყარო და ყველაფერი ცოცხალი ჰოლიზმის თვალსაზრისით - ერთი მთლიანობაა. ამ მოძრაობის კონცეპცია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი განუყოფელია და ერთ მთლიანს წარმოადგენს. ამ კონცეპციის თანახმად, ყოველი ინდივიდი არის სამყაროს ნაწილი და მთლიანად ასახავს მის სტრუქტურას. "მთლიანობის" მატერიალური მატარებელი არის დნმ-ის ჰოლოგრაფიული სტრუქტურა, რომელშიც მთლიანობის ალგორითმია რეალიზებული. იგი ჯერ კიდევ  ჩვ. წ. აღ.-მდე V საუკუნეში ჩამოაყალიბა ჰერაკლიტემ: "ერთიდან - ყველაფერი, ყველაფრიდან - ერთი".
ჰოლიზმი მონაწილეობდა ევროპელი მოაზროვნეების სწავლებებში ძველი დროიდან მე-XVII-ე საუკუნის შუამდე. შემდეგ, მეცნიერების განვითარებასთან ერთად, რომელმაც მას პრაქტიკული ფასეულობის არქონის გამო, ფილოსოფიური კონცეპციის როლი მიუჩინა, ჰოლიზმი ჩრდილს მიეფარა.
ჰოლიზმის მიმართ მასობრივი ინტერესი მე-XX საუკუნეში აღორძინდა. თანამედროვე ჰოლისტური
იან სმეთსი
მიდგომის მამამთავარი გახდა სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი იან სმეთსი. კონცეფციის თანახმად, რომელიც აღწერილია წიგნში "ჰოლიზმი და ევოლუცია" (1926 წ.), ჰოლიზმი თავის თავში აერთიანებს როგორც იდეალისტურ, ისე მატერიალურ საწყისებს. იგი მთლიანობის პრინციპის სიმბოლოა, სადაც ნაწილი ექვემდებარება მთელს. ეს სულის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელის განსაზღვრავს ობიექტის შეკავშირებას ერთ მთლიანობად და ზემოქმედებს სხვადასხვა ნაწილების თვისებებზე.
 მე- XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ევროპაში ჰოლისტური მედიცინა ფართო განვითარებას აღწევს როგორც ალტერნატიული მიმართულება  ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკის ჩარჩოებში.
ჰოლისტური მედიცინა, ინტერგრაციული მედიცინა, სისტემური მედიცინა, არატრადიციული მედიცინა, ტრადიციული მედიცინა, ნატურალური მედიცინა, ალტერნატიული მედიცინა, ბიოლოგიური მედიცინა, სინთეთიკური მედიცინა... ეს სახელწოდებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ასახავს თანამედროვე მედიცინის განვითარებას.
ჰოლისტური მედიცინა - ეს თანამედროვე და ძველი მედიცინის ყველა მიმართულების ინტეგრალური დასახელებაა, რომელთა საფუძველს სისტემური მიდგომა წარმოადგენს.



ისტორიის შესწავლა დაგვეხმარებოდა მოგვეშორებინა არსწორი წარმოდგენები, რომ მედიცინა მხოლოდ ХХ საუკუნეში დაიწყო, ხოლო ძველი მკურნალები და მღვდელი-ექიმები  იყვნენ საწყალი ბრიყვები.

გერხარდ კიოლერი

ცნობილი და ავტორიტეტული ჰოლისტური მედიცინის დოქტორი, რომელმაც თავის დროზე ქირურგია მიატოვა, როი მარტინა ერთ საუბარში ასე ხსნის:"ჰოლისტური მიდგომის საფუძველს წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის პოტენციალის გაზრდა. ეს განკურნების  ყველაზე ეფექტური მეთოდია. დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ალტერნატიული მედიცინა მთლიანად, კერძოდ კი ჰოლისტური მედიცინა, უდიდესი ტემპებით ვითარდება. აშშ-ში მოსახლეობის 50% არატრადიციულ საშუალებებს იყენებს და სამკურნალოდ ჰოლისტური მედიცინის სპეციალისტებს მიმართავს. ძალიან მოთხოვნადია პროფესიონალების მომსახურება ქიროპრაქტიკის და აკუპუნქტურის დარგში იმის გამო, რომ ეს მეთოდიკები საშუალებას იძლევა გართულებების გარეშე, რომელიც შესაძლოა ფარმაცევტულმა პრეპარატებმა გამოიწვიოს, განიკურნოს ბევრი სერიოზული დაავადება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, გერმანია, ჰოლანდია და სხვა ჰომეოპათიის საშუალებები დიდი ხანია აფთიაქებში იყიდება, ხოლო არატრადიციული მედიცინის კლინიკებში მკურნალობა სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურდება. 
აშშ-ში წარმოებულია მრავალი დამოუკიდებელი კვლევა, რომელთა შედეგებიც აშფოთებს მოსახლეობას: ტრადიციული მედიცინის მეთოდებით მკურნალობა იკავებს მესამე ადგილს იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ავადმყოფთა სიკვდილს იწვევს.
ყოველ წელს, წამლების მიღების შედეგად 220 000 ადამიანი კვდება, და შემთხვევათა ნახევარში წამლები ექიმების მიერ არის დანიშნული. დამეთანხმეთ, ამ ფაქტორებმა არ შეიძლება ყურადღება არ მიგაქცევინოს ჰოლისტურ მედიცინაზე და სხვა ალტერნატიულ პრაქტიკებზე."

თანამედროვე მედიცინა არც ცდილობს ჩაწვდეს და გაიგოს მთლიანი მაღალორგანიზებული ერთიანი ორგანიზმის სისტემის ბუნება, რომლის თვისებები პრინციპულად განსხვავდება მისი ცალკეული ელემენტების უბრალო ჯამისგან. ჰოლისტური თვისებები შესაძლოა ეცადო გაიგო სისტემის ცალკეული რგოლების შესწავლისას: ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი, გამომყოფი და სხვა. მაგრამ ეს ცოდნა მოკლებული იქნება მთლიანობის ანუ გამაერთიანებელ პრინციპს, რომელიც არსებობს ცალკეული ნაწილების თვისებების მიღმა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექს - მთავარი რეანიმატოლოგის ედუარდ სიროვსკის აზრით, "მედიცინა, რომელსაც საფუძვლად სიმპტომატური თერაპია უდევს, მთლიანად უარყოფს მკურნალობისადმი ჰოლისტური მიდგომის მნიშვნელობას". 



ბ-ნი სიროვსკი აღნიშნავს:"ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ყველა პროფილაქტიკურ პროგრამებში, რომელიც სიმპტომატურ მკურნალობაზეა აგებული. ჰოლისტური, თვითრეგულირებადი ორგანიზმის სისტემა, მძაფრი ზემოქმედებების მიმართ ადაპტაციისას, შასაძლოა გარეგანად მრავალი სიმპტომით გამოვლინდეს: ტემპერატურის, არტერიული წნევის, ქოლესტერინის, შეშუპებების მატებით და სხვა. ამ სიმპტომებთან ბრძოლის გზაზე დგება ექიმი, რომელის ორგანიზმის მთლიანობის და მიზნის ფუნდამენტური პრინციპებისგან შორსაა. ექიმი, რომელსაც არ ესმის ადამიანის ორგანიზმის მთლიანობის არსი, ეცდება ყველა გზით შენიშნული ცვლილებები ნორმაში მოიყვანოს. თუ ექიმი თავის სამკურნალო პრაქტიკაში უარყოფს ჰოლიზმის თეორიას - არ არის გამორიცხული უარყოფითი შედეგები წარმატებულად ჩატარებული თერაპიის შედეგად."

ამრიგად, ექიმი დღეს ჩვეულად ადგენს მკურნალობის თავის ტაქტიკას არა ორგანიზმის განსაკურნებლად, არამედ სიმპტომის გასაქრობად, უფრო სწორედ მოვლენისა, რომლითაც დაავადება მჟღავნდება. აზრს დაკარგულია სიმპტომის დათრგუნვა, რომელიც პრობლემაზე მიუთითებს. სიმპტომის მედიკამენტოზური მოსპობა არ არის განკურნების მაჩვენებელი. ამას გარდა, ამას შეუძლია ორაგიზმის უფრო სერიოზული პრობლემების პროვოცირება. სწორი იქნება სტრატეგია, სადაც სხვადასხვა სიმპტომები აღიქმება როგორც sos-სიგნალები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მაგრამ არა გაქრობა, რადგანაც სიმპტომი თავად გაქრება, როდესაც მიზეზი აღმოჩენილი და მოშორებული იქნება.

ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრების ნორმალიზაციის მაგარანტირებელი სიმპტომატური თერაპია, ხილული კეთილდღეობის მხოლოდ ილუზიას ქმნის. ასეთი თერაპია ექიმს აფერხებს, რომელიც სიმპტომის გაქრობას მკურნალობის აბსოლუტურ წარმატებად აფასებს. ექიმისთვის, რომელსაც არ ესმის სიმპტომების ენა და პრობლემის მთლიანობის ხედვა არ გააჩნია,  ცვლილებების მედიკამენტოზური ნორმალიზება ხშირად თვითმიზანი ხდება.
ჰოლისტურ მედიცინის შემადგენელ ნაწილებს  უდიდესი, ათასწლეულების ისტორია გააჩნია. როდესღაც ისინი კლასიკურად, ტრადიციულად ითვლებოდნენ, მაგრამ, მეცნიერების განვითარებამ მათ ალტერნატიული ან დანატებითი პრაქტიკების ადგილი მიუჩინა.
აკუპუნქტურა, ჰომეოპათია, ქიროპრაქტიკა და ოსტეოპათია, ფიტოთერაპია, აიურვედა, არომათერაპია, აპითერაპია  და კიდევ ბევრი სხვა მეთოდი, რომელიც ასეთივე პრინციპებს ეყრდნობა ჰოლისტური მედიცინის შემადგენლობაშია.
დღეს, მესამე ათასწლეულის დასაწყისში, მედიცინაში მიმდინარეობს კარდინალური ცვლილებები, რომლებიც ხასიათდებიან სამედიცინო მეცნიერების და პრაქტიკის  ყველა მიმართულების სინთეზით და ერთიანი (ჰოლისტური) მედიცინის შექმნით, რომელიც ყურადღებას აქცევს ინდივიდუალურ მიდგომას დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და დაავადებების პროფილაქტიკაში.

დღეს ჩვენ გვაქვს უსაზღვრო სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომლის საფუძველზე შენდება ჰოლისტური მედიცინის ორგანიზმი. ასეთი ორგანიზმის აგება შეუძლებელია ყველა სამედიცინო სკოლის და სისტემის, ძველის და თანამედროვეს გაუთვალისწინებლად. ძველი ეგვიპტური, ინდური, ჩინური, ტიბეტური, ბერძნული, ქართული, ტაჯიკური, არაბული სამედიცინო სკოლები და სისტემები, ჰომეოპათიური მედიცინა, თანამედროვე მედიცინა მისი მიღწევებით და პრობლემებით - ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული მესამე ათასწლეულის მედიცინის  - ჰოლისტური მედიცინის  შექმნისას.



 " ჰოლისტური აზროვნების და გაგების მეთოდი სრულიად ბუნებრივია, ბუნებრივია ავტომატიზმამდე ჯანმრთელი, თვითაქტუალიზებული ადამიანებისთვის და, პირიქით, ძალიან   რთული ნაკლებ განვითარებული, ნაკლებად მომწიფებული, ნაკლებად ჯანმრთელი კაცობრიობის წარმომადგენლებისთვის". აბრაჰამ ჰაროლდ მასლოუ.

გამოყენებული მასალა: http://ezoterik.org/Xol_medizina.php   http://holimed.lviv.ua/rus/

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


2.21.2014

ნაჯერი ცხიმები კარგია თქვენი გულისთვის!


ქრისტიან ნორტრუფი - მედიცინის დოქტორი, ქალის და საერთოდ ჯანმრთელობის  წამყვანი სპეციალისტი მსოფლიოში. იგი აღიარებს გონების, სხეულის, ემოციების და სულის ერთიანობას.
 ეს სტატია "British Medical Journal"-ში (BMJ) დაიდო, რომ გამოხმაურებოდა მითს: ნაჯერი ცხიმი გულისთვის ცუდი არ არის. ეს სიახლეა, რომელსაც დიდი ხანია ვეჭვობდი. ჩვენ შეგვიძლია ამის მეცნიერული დასაბუთება. 

ცხიმი არ არის მტერი, როდესაც საქმე  გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, წონის მატებას, ტვინის ჯანმრთელობას და კიდევ ბევრ სხვა პრობლემას ეხება

გამოდის, რომ თქვენ სიმსუქნეში დამნაშავე შაქარია - ყველა თავისი ნირსახეობით. შაქარი იწვევს ანთებით პროცესებს მთელ ორგანიზმში, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  და კიდევ ბევრ სხვას რისკს

ჩვენ ყველანი გაგვყიდა ე.. ჯანმრთელმა პროდუქციამ ცხიმის დაბალი შემცველობით, როგორიცაა ნამცხვრები თუ სხვა. თუ დაიწყებთ ეტიკეტების კითხვას, სწრაფად შეამჩნევთ, რამდენი შაქარია დამატებული ყველაფერში, განსაკუთრებით დაბალცხიმიან პროდუქტებში.

როდესაც ჩვენ ამოვიღეთ ცხიმი, გემოც ამოვიღეთ. უფრო მისაღები რომ გამხდარიყო, ჩვენ იგი ჩავანაცვლეთ შაქრით, შაქრის შემცვლელებით და მარილით. და თუ განაგრძობთ ეტიკეტის კითხვას, გაგიკვირდებათ, თუ რამდენ შაქარს შეიცავს ე. . ჯანმრთელი საკვები, როგორიცაა იოგურტი, ტომატი, ხილის წვენები - ასევე სალათების შესაზავებლები.
ყოველგვარი ეჭვის გარეშე გეტყვით, რომ ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ შაქარია და არა ცხიმი.

დაფიქრდეთ, ბურგერი ყველით და ბეკონით - არ არის პრობლემა, პრობლემაა კეტჩუპი, ფუნთუშა და შემწვარი რაღაცეები. ეს ყველაფერი ნახშირწყლებია, რაც მყისიერად ზრდის სისხლში შაქრის რაოდენობას, რადგან უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსი  აქვს ვიდრე უბრალო შაქარს. აი რას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი შაქრის მრავალ ნაირსახეობაზე


საკვები, რომელშიც ცოტა ცხიმია და დამატებული აქვს შაქარი, ვერ დაგანაყრებ - ყოველ შემთხვევაში არც ისე დიდი ხნით.  დასანაყრებლად ჩვენ ცხიმი გვჭირდება.მის გარეშე, ჩვენ  უფრო მეტი ტკბილი საკვები გვინდება - სანამ არ ვისწავლით გადართვას და უკეთესი საკვები პროდუქტების შერჩევას.

ეს  სისხლში შაქრის ატრაქციონ "ამერიკულ მთებ" გავს. ორგანიზმში შაქარი სისხლში მაქსიმუმსა და მინიმუმზე იმერყევებს და თქვენ ნამდვილად დაგჭირდებათ შაქარი, რომ კარგად იგრძნოთ თავი სისხლში შაქრის ვარდნებისას
მოდით ამას სერიოზულად შევხედოთ და დავინახოთ, თუ რა იწვევს სიმსუქნეს
შაქარი დღეს არის მთავარი დამნაშავე ანთებების წარმოქმნაშ.

ეხლა მოგიყვანთ რამოდენიმე ამონარიდს სპეციფიკური სტატიიდან, რომელიც დაბეჭდ 2014 წლის თებერვალში ჟურნალში American Medical Association [JAMA], რომლის გაზიარებაც ღირს:

·შაქარი კავშირშია გულის შეტევების რისკის მატებასთან და დემენციასთან, ასევე სხვა ანთებით დაავადებებთან, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა და მეორე ტიპის დიაბეტი, სიმსუქნე, ღვიძლის პრობლემები, ართრიტები, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის შემცირება, ტრიგლიცერიდების მატება და კიბო.

· შაქრის ჭარბი რაოდენობით მომხმარებლებს გულის შეტევების  განვითარების რისკი 400% -ით ეზრდებათ, მათთან შედარებით, ვინც ცოტა შაქარს ღებულობს.

მოინიშნეთ  ამერიკის გულის ასოციაციის მიმდინარე რეკომენდაცია: დღეში მიღებულა შაქარმა უნდა შეადგინოს  მთლიანად მიღებული კალორიების 5-7,5%.

· 20 უნცია (580 გრ) სოდა (გაზიანი სასმელი) ზრდის გულის შეტევის რისკს 30% -ით.
· თუკი თქვენ კალორიებს 20%-ს  შაქრიდან მიიღებთ, გულის შეტევების რისკი 2-ჯერ  გაგეზრდებათ.

გულის შეტევების  დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორების შეჯერებისას იგივე სტატისტიკა გამოვლინდა ისეთ რისკ ფაქტორებთან, როგორიცაა მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა.  ზუსტად შაქარი, და არა ცხიმი ქმნის  აბდომინალურ (მუცლის) ცხიმს.

იცით თუ არა, რომ საშუალო ამერიკელი წელიწადში 138 ფუნტ (62652 გრ) შაქარს მოიხმარს? ხოლო შაქრის მიღების ზრდა ბოლო წლებში მთავარ როლს თამაშობს უჯრედოვანი ანთებების მატებაში - რაც  დიაბეტის და სიმუქნის სიხშირეს ზრდის.

სწორი სახის დიეტა თქვენი გულის დასახმარებლად (ასევე ტვინის და ნებისმიერი სხვა ორგანოსი) არის შემდეგი: ბევრი ჯანსაღი ბოსტნეული და ხილი, ცილები და მაღალი ხარისხის დაუმუშავებელი, გლუტენისგან თავისუფალი ნახშირწყლები. ინან კვინოა - ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არჩევანია.

კვინოა - სამხრეთ ამერიკის ერთწლიანი ფსევდომარცვლოვანი მცენარე. კარტოფილთან და სიმინდთან ერთად  ინკების ძირითად საკვებს წარმოადგენდა.
დიახ, მე ვნახე დოუმენტური ფილმები  Forks Over Knives და  Hungry for Change ჯანსაღ კვებაზე. და მივხვდი, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ჯანსაღი მწვანილი და ბოსტნეული - და ნაკლები ხორცი.

ასევე ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ცხიმი, როგორიცაა ქოქოსის, ავოკადოს, თხილის და სხვადასხვა თესლის ზეთი და, დიახ -  ცხოველური ნაჯერი ცხიმები. ცხიმების ყველაზე კარგი წყაროა კვერცხი, ბალახზე და ორგანულ საკვებზე გაზრდილი წიწილა და ხორცი, საქონლის ხორცი და ველურ პირობებში გაზრდილი თევზი. რა თქმა უნდა, ჩვენ შევიძლია ვეგეტარიანელებიც ვიყოთ, მაგრამ დარწმუნდით, რომ არ იკვებებით "დაბალი-ცხიმების პოლიციის" ზეგავლენით. რადგანაც დანაყრება დაბალცხიმიანი პროდუქტებით სადღაც მომავალში ყოველთვის  შაქრად გარდაიქმნება.

ასიმ მალჰოტრა, კარდიოლოგი და წამყვანი მკვლევარი British Medical Journal-ის სტატიაში: "დაკვირვება გულზე: ნაჯერი ცხიმები არ არის მთავარი პრობლემა" წერს - "ჩვენ გვაქვს სამეცნიერო დასაბუთება,  რომ ნაჯერი ცხიმების შემცირება "პარადოქსალურად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს". მიხარია, რომ ხალხი გებულობს სიმართლეს შაქარზე და დაბალცხიმიან დიეტაზე.

შეგიძლიათ მოიძიოთ მისი სტატიები: 
[1] Aseem Malhotra, et al. Observations from the heart: saturated fat is not the major issue, BMJ, October 2013;347:f6340. 
[2] Quanhe Yang, PhD, et al. Added Sugar Intake and Cardiovascular Diseases Mortality Among US Adults, JAMA Intern Med, published online February 03, 2014. doi:10.1001/jamainternmed.2013.13563.

მასალა ითარგმნა დოქტორ ქრისტიან ნორტრუფის ბლოგიდან: 
http://www.drnorthrup.com/blog/2014/02/newsflash-saturated-fat-is-good-for-your-heart



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში