11.13.2013

ახალი ტესტი ძუძუს კიბოს რეციდივის რისკის შესაფასებლად



ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტთა ჯგუფმა შეიმუშავა და დანერგა სადღეისოდ არსებულებიდან ყველაზე ზუსტი მეთოდი, პაციენტების გამოსავლენად, რომლებიც ძუძუს კიბოს რეციდივის მიხედვით რჩებიან რისკის ზონაში თერაპიის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში. სამუშაო, რომელიც მიეძღვნა პროგნოზირების სამი მეთოდის კლინიკური გამოცდის შედარებას, გამოქვეყნდა Lancet Oncology-ში. 


 დაავადების რეციდივის რისკის მინიმალიზაციისთვის, ესტროგენდამოკიდებული მკერდის კიბოს სტანდარტული მკურნალობის ხუთწლიანი კურსი მოიცავს ქალის სასქესო ჰორმონის  ესტროგენის ანტაგონისტის - ტამოქსიფენის  პრე-მენოპაუზაში ან არომატაზის ინჰიბიტორების, მაგალითად ანასტროზოლის პოსტ-მენოპაუზაში მიღებას. მაგრამ პაციენტების გარკვეულ პროცენტს ამის მიუხედავად მაინც ემუქრება დაავადების დაბრუნება მკურნალობის დასრულების შემდეგ. 
ადრე ავტორებმა შეიმუშავეს მკერდის კიბოს ინდექსი (breast cancer index, BCI) - ბიომარკერი, რომელიც დაფუძნებულია შვიდი სიმსივნესპეციფიური გენის ექსპრესიის დონის შეფასებაზე. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ BCI -ის მეშვეობით შესაძლებელია იმ პაციენტების გამოვლენა, რომელთაც ემუქრებათ ჰორმონალური მკურნალობის მიუხედავად მკერდის კიბოს რეციდივი (დიაგნოზის დადგენიდან 5 წლის განმავლობაში).
მიმდინარე კვლევისას, რომელიც ბოსტონში Massachusetts General Hospital-ის კიბოს შემსწავლელი ბაზის ცენტრში ვითარდებოდა, შედარებულ იქნა  როგორც სწრაფი, ისე დროში გადადებული დაავადების დაბრუნების ალბათობის პროგნოსტიკული შესაძლებლობები სამი მეთოდისთვის - BCI  და კიდევ ორის, რომლებიც დაფუძნებულია გენების ექსპრესიის დონის შეფასებაზე და უკვე გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ლაპარაკია დღეს არსებულ "ოქროს სტანდარტზე" ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევისას  არსებულ ტესტზე  Oncotype Dx Recurrence Score, რომელშიც გათვალისწინებულია 21 გენის ექსპრესიის დონე და უფრო ნაკლებ გავრცელებულ ტესტ - ICH4-ზე.
სამივე მეთოდი გამოიყენებოდა 650-ზე მეტი პაციენტის სიმსივნის ქსოვილების ნიმუშების ანალიზისას, რომელიც მიღებული იყო TransATAC-ის ქსოვილების ბანკიდან. შედეგები ედარებოდა მონაწილეებში კიბოს რეციდივების მონაცემებს პირველი ოპერაციიდან 10 წლის განმავლობაში და ჰორმონალური თერაპიის დაწყებიდან.

თუმცა ყველა მეთოდმა კარგად გაართვა თავი პირველი ხუთი წლის განმავლობაში რეციდივების რისკის წინასწარ პროგნოზირებას, მხოლოდ  BCI-მ შეძლო ხანგრძლივვადიანი პროგნოზის გაკეთება - მან აბსოლუტური სიზუსტით გამოავლინა პაციენტების 60%, რომელთაც დაავადების დაბრუნების ალბათობა 10 წლის შემდეგ დაბალი იყო და 40%-ი, ვინც რჩებოდა მაღალი რისკის ზონაში.
ამრიგად, ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ BCI არის ერთადერთი ტესტი, რომელიც ეფექტურად განაპირობებს ძუძუს კიბოს რეციდივის ალბათობის როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ პროგნოზს. BCI-ს დანერგვა კლინიკურ პრაქტიკაში საშუალებას იძლევა გამოავლინოს პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ ჰორმონალური თერაპიის გახანგრძლივებული კურსი და ისინი, ვისაც იგი არ სჭირდება.
რუსული სამედიცინო პორტალის მონაცემებიდან.
იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

11.12.2013

გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი.

რადგანაც საკვები - თანაც ჯანსაღი საკვები აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვეცდები პერიოდულად მოგაწოდოთ ჯანსაღი რეცეპტები, რისი ნაკლებობაც არის ჩვენს ინტერნეტ-სივრცეში. იმედია ეს კერძები გაამრავალფეროვნებს თქვენს სამზარეულოს და თქვენი ოჯახის წევრების გაჯანსაღებაშიც მოგეხმარებათ.

ეს რეცეპტი მომაწოდა ჩემმა მეუღლემ, რესტორან "სულიკოს" შეფ-მზარეულმა გიორგი ბუხრაშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ მას. იმედია კვლავაც გაგვანებივრებს საინტერესო რეცეპტებით.

მინდა მოგიწოდოთ თქვენც, ვინც გატაცებული ხართ ჯანსაღი კვებით, გამომიგზავნეთ თქვენს მიერ აპრობირებული კერძები, რომელსაც ასევე დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებ ამ გვერდზე.



მაშ, ასე,  გოგრის სუპი.
თქვენ დაგჭირდებათ:
·         1 კგ გაფრცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი გოგრა;
·         1/2 თავი დაჭრილი ხახვი;
·         1ლ ქათმის ბულიონი;
·         1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი;
·         2 ს.კ. მაწონი;
·         ლიმონის წვენი;
·         მარილი გემოვნებით;
·         დაფქვილი პაპრიკა.


მომზადების წესი: ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი გოგრა, დაასხით ბულიონი, რომ დაიფაროს. მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერში. მიიღებთ თხელ პიურეს. გადაიტანეთ ისევ ქვაბში და დაამატეთ 1 .. გახეხილი ჯანჯაფილი, 2 .. მაწონი, აურიეთ სათქვეფითდაბალ ცეცხლზე რომ წამოდუღდება, დაამატებთ ლიმონის წვენს და მარილს. უნდა შესქელდეს, ბოლოს დაამატეთ დაფქვილი პაპრიკა


კვახი, გოგრა - არაჩვეულებრივი სასარგებლო პროდუქტია. იგი არ გამოირჩევა მაღალი კალორიულობით, ხოლო ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა ისეთი აქვს, რომ მშვენივრად გამოდგება დიეტური კვებისთვის.
გოგრა მდიდარია კალიუმით, რის გამო იგი რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის. იგი მშვენივრად ხსნის შეშუპებებს, აუმჯობესებს ქსოვილოვანი სითხეების ცირკულაციას, შეუცვლელია თირკმელების პათოლოგიებისას. გოგრა ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას და მონელების პროცესებს, თანაც ამას ისე რბილად ახორციელებს, რომ მას რთავენ კუჭ-ნაწლავის და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალო დიეტაში, იგი აწესრიგებს წნევას,  სასრგებლოა ნერვული სისტემისთვის და სხვა.


გოგრა შეიცავს კაროტინს, პექტინებს, რის მეშვეობითაც გამოყავთ ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინი, მინერალებს, იშვიათ Т და К ვიტამინებს, ასევე С, В1, В2, В5, В6, Е, РР ვიტამინებს და ა.შ.
ხშირად გამოიყენეთ გოგრა თქვენს მენიუში და იგი თქვენ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. 

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში



11.11.2013

არტერიული წნევის შემცირების 13 ბუნებრივი გზა

 

     მაღალი არტერიული წნევა ერთ-ერთი იმ პირობათაგანია, რომლის  აცილებაც ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი. მაგრამ ამავე დროს ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი კვლევების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი 15%-ზე მეტით ზრდის სიკვდილიანობას. სიმპტომების არ ქონის შემთხვევაშიც, მაღალი წნევა ზრდის  სიკვდილიანობით განთქმული ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა სტენოკარდია და ინფარქტი, ისევე, როგორც ანევრიზმა, გონებრივი სისუსტე და თირკმელების უკმარისობა. ამერიკული გულის ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ამერიკელების 28%-ს მაღალი წნევა აქვს და არ იცის ამის შესახებ. თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში წნევა არ შეგიმოწმებიათ, აუცილებლად გააკეთეთ ეს უახლოეს დროში. 

     როდესაც წნევის შემცირება ხდება მედიკამენტების მეშვეობით, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა  კრუნჩხვები ფეხებში, თავბრუსხვევები და უძილობა. საბედნიეროდ, ბევრ ადამიანს შეუძლია დაიწიოს წნევა ბუნებრივი გზით, მედიკამენტების გარეშე. უპირველესად უნდა იქონიოთ ჯანმრთელი წონა, შემდეგ უკვე მიმართეთ ქვემოთ მოყვანილ სტრატეგიებს.
  1. იარეთ ფეხით - ჰიპერტენზიულ პაციენტებში სიარული ამცირებს წნევას 6-დან 8 პუნქტამდე. ვარჯიშები ეხმარება გულს ჟანგბადის უკეთ გამოყენებაში, ასევე სისხლის უკეთ გადატუმბვაში. ასე ივარჯიშეთ 30 წუთამდე ყოველდღე.
  2. ისუნთქეთ ღრმად - ღრმა სუნთქა და სუნთქვითი პრაქტიკები, როგორიც არის იოგა, ტაი ჩი და სხვა - ამცირებს სტრეს-ჰორმონებს, რომლებიც ზრდიან რენინის გამოყოფას თირკმელებში და წნევას. ივარჯიშეთ 5 წუთი დილით და 5 წუთი ღამით. ისუნთქეთ ღრმად, მუცლით.
  3. მიირთვით კარტოფილი - კალიუმით მდიდარი ხილი და ბოსტნეული  წნევის შემცირების პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამბობს ლიზა ვან ჰორნი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფილაქტიკური მედიცინის პროფესორი. 2000 - 4000 მგ კალიუმი დღეში - ეს არის მიზანი. ყველაზე მეტ კალიუმს შეიცავს ტკბილი კარტოფილი (ბატატი), პომიდორი, ფორთოხლის წვენი, კარტოფილი, ბანანი, ლობიო, ბარდა, ნესვი, გამომშრალი ხილი, როგორიც არის ქლიავის ჩირი და ქიშმიში.
  4. იყავით მარილთან ფრთხილად - ბევრი ადამიანი, ვისაც მაღალი წნევა აქვს მგრძნობიარეა მარილის მიმართ. რადგან შეუძლებელია გაარკვიოთ, ვინ  არის მგრძნობიარე მარილის მიმართ, სჯობს შეამციროთ მისი მოხმარება. ნახევარი ჩაის კოვზი მარილი შეიცავს 1200 მგ ნატრიუმს, მიაქციეთ ყურადღება ნატრიუმის შემცველობას საკვებში.
  5. მიირთვით შავი შოკოლადი - შავი შოკოლადი შეიცავს მრავალ ფლავონოიდს,
    რაც სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს ხდის. წნევის დაწევა აღინიშნებოდა პაციენტების 18%-ში, რომლებიც ყოველდღე მიირთმევდნენ შავ შოკოლადს. მიიღეთ 15 გრამი შავი შოკოლადი დღეში, დარწმუნდით, რომ მასში კაკაოს შემცველობა არანაკლებ 70%-ია.
  6. მიიღეთ საკვები დანამატები - 12 კვლევამ აჩვენა, რომ კოენზიმ Q10 ამცირებს წნევას 10-17 პუნქტით. ეს ანტიოქსიდანტია, რომელიც საჭიროა ენერგიის წარმოქმნისთვის, იგი აფართოვებს სისხლძარღვებს. მიიღეთ 60-100 მგ 3 ჯერ დღეში.

  1.  შეგიძლიათ მიიღოთ ცოტაოდენი ალკოჰოლი - 15 კვლევამ აჩვენა, რომ ცოტაოდენი სასმელი ამცირებს წნევას. 150 მლ ღვინო, 50 მლ სპირტი წნევას აქვეითებს, ხოლო ცოტა მეტი სასმელი - ამცირებს გულის დაავადების რისკს. "ალკოჰოლის დიდი დოზა მავნებელია, მაგრამ ზომიერი დოზა იცავს გულს. თუ იღებთ სასმელს, მიიღეთ ზომიერად" - ამბობს პროფესორი Obarzanek - ი.

  1. გადადით უკოფეინო ყავაზე - დიდი ხანია მიმდინარეობს დებატები კოფეინის წნევაზე ზემოქმედების თაობაზე. ზოგმა კვლევამ დაადასტურა, რომ იგი არ მოქმედებს, ზოგმა კი წნევის ზრდა აჩვენა. 250 მლ ყავა შეიცავს 100-125 მლ კოფეინს, იგივე რაოდენობის ჩაი - 50 მგ, კოლა - 40 მგ. კოფეინი ზრდის წნევას, ავიწროვებს სისხლძარღვებს და აძლიერებს სტრესის ეფექტს, ამიტომ უმჯობესია დალიოთ უკოფეინო ყავა.
  2. მიიღეთ ჩაი - ჰიბისკუსის ჩაი, რომელსაც დღეში 3 ჯერ მიიღებთ დაგიწევთ წნევას 7 პუნქტით დაახლოებით 6 კვირაში. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ მცენარეში შემავალი ფიტონაერთები ამცირებენ წნევას. ბევრი ჩაის ნაკრები შეიცავს ჰიბისკუსს, მონახეთ ისეთი, რომელშიც იგი დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.
        
      10.ცოტა ნაკლები იმუშავეთ - 41 საათის ოფისში მუშაობის შემდეგ ჰიპერტენზიის            რისკი 15%-ით იზრდება აშშ-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით. ამის მიზეზი - ვარჯიშებსა და ჯანსაღ კვებაზე დროის შემცირებაა. ეცადეთ     სამუშაო საათების შემდეგ წახვიდეთ სავარჯიშოდ ან მოამზადოთ ჯანსაღი     საკვები - ისე ხშირად, როგორც შეძლებთ. 
    11. მოეშვით მუსიკის დახმარებით - სწორი მუსიკა შეიძლება დაგეხმაროთ წნევის            შემცირებაში, რაც იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტის მკვლევარებმა                    დაადგინეს. 28 ხანდაზმული, რომელიც იღებდა წნევის დამწევ წამლებს უსმენდა          კლასიკურ, კელტურ და ინდურ მუსიკას დღეში 30 წუთით. ერთი კვირის შემდეგ,          მათი სისტოლური წნევა შემცირდა 3,3 პუნქტით, ხოლო თვის ბოლოს 4,4                      პუნქტით.    
12. ებრძოლეთ ხვრინვას - ხმაურიანი, მუდმივი ხვრინვა არის მთავარი სიმპტომი              ძილში უეცარი სუნთქვის გაჩერებისა (OSA).  აშშ-ს ალაბამას უნივერსიტეტის                          მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მათ, ვისაც ეს სინდრომი აქვთ, ასევე                                ალდოსტერონის მაღალი დონეც აღენიშნებათ, ჰორმონისა, რომელიც ზრდის                  წნევას. ასევე დადგენილია, რომ ასეთი ადამიანების ნახევარს  მაღალი წნევა აქვს. თუ თქვენ გაქვთ ასეთი სინდრომი და ამას ემატება დაღლილობა დღის განმავლობაში და თავის ტკივილები - ეს უტყუარი მაჩვენებლებია. ამრიგად,  ხვრინვასთან ბრძოლა აუცილებელია
 13.სოიო - აშშ-ს გულის ასოცოაციის ჟურნალ Circulation-ის                                          კვლევებიდან: დიეტაში რამოდენიმე ნახშირწყლის ჩანაცვლება ისეთი საკვებით,            რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სოიოს ან რძის ცილას, მაგალითად                    ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტებით, ამცირებს სისტოლურ წნევას                              ჰიპერტენზიის  ან პრეჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.


    მასალები ნათარგმნია საიტიდან:   http://www.prevention.com/health/health-concerns/how-lower-blood-pressure-naturally

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში


11.02.2013

ძუძუს კიბოს მკურნალობა მცენარეული ჩაის მეშვეობით

ტრადიციულ  მცენარეულ ჩაის ჭიქას შეუძლია აკონტროლოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლა - აცხადებენ მეცნიერები. მცენარის გამონაწველს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ქალწულის მანტია და რამოდენიმე ქვეყანაში გამოიყენება სამკურნალო ჩაის სახით, შეუძლია გაანადგუროს კიბოს უჯრედები სინჯარაში.
ასეთ ჩაის მიირთმევენ ძუძუს კიბოს მქონე პაკისტანის სოფლებში მცხოვრები ქალები, მაგრამ ეს პრაქტიკა სადღეისოდ განიხილება, როგორც ოლკლორი.
მეცნიერები ბირმინგემის ასტონის უნივერსიტეტიდან და დუდლის რასელს ჰოლს ჰოსპიტალიდან ვარაუდობენ, რომ ის შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო აგენტს და მოქმედებს მარტო ან კომბინირებულად კიბოს უჯრედების გამრავლების წინააღმდეგ
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერება  5 საათის ზემოქმედებისას და მათი განადგურება 24 საათის მოქმედების შედეგად.

მცენარის ბოტანიკური სახელწოდებაა - Fagonia cretica, რომელიც ხარობს პაკისტანის, ინდოეთის, აფრიკის და ევროპის მშრალ, უდაბნო რეგიონებში
პროფესორებმა Helen Griffiths-მა  და Amtul R Carmichael-მა, რომლებიც ხელმძღვანელობენ კვლევებს, აღმოაჩინეს, რომ ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, მცენარის ექსტრაქტ შემცველი ჩაი არ აზიანებს ძუძუს ნორმალურ უჯრედებს და ამცირებს მკურნალობის გვერდით ეფექტებს.



პაკისტანელ დაავადებულებში ექსტრაქტის მიღება არ იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა თმის ცვენა,  სისხლის მაჩვენებლების დაქვეითება ან ფაღარათი. სამეცნიერო ჟურნალ PloSOne-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ჩანს, რომ მცენარის ექსტრაქტი აზიანებს კიბოს უჯრედები დნმ-, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში ეწინააღმდეგება სიმსივნურ ზრდას. დაზიანებული დნმ-ი არა მხოლოდ აჩერებს სიმსივნის ზრდას, არამედ ხსნის ქიმიოთერაპიის შეზღუდვებს. 


პროფესორ კარლმაიკლის თქმით პატარა ჰოსპიტალი, რომელიც განლაგებულია პაკისტანში ლაჰორიდან 100 მილის მოშორებით, მცენარის ჩაის უკვე 40 წელია იყენებს ძუძუს კიბოიან პაციენტებში. ამბობს: "იგი ეხმარებათ მათ რემისიის ენარჩუნებაში, იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია იგი კვლავ გამოვიყენოთ. ისინი დიდ ხანს ცხოვრობენ თმის ცვენის, დიდი წონის კლების ან რაიმე სხვა ტოქსიკური გვერდითი მოვლენის გარეშე, რაც ქიმიოთერაპიასთან არის დაკავშირებული, რაც ამ ექსტარქტის ზემოქმედებაში გვარწმუნებს. იგი  მიუთითებს კვლევების აუცილებლობაზე, რათა ექსტრაქტის ბაზაზე შეიქმნას წამალი. " სადღეისოდ შესწავლილია მცენარეული ჩაის მოქმედება აზიური წარმოშვების პაციენტებზე, მაგრამ ეფექტი თეთრკანიან პაციენტებში შესაძლოა ცოტა განსხვავებული იყოს", -ამატებს იგი.

პროფესორი გრიფიტსიც მიუთითებს კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე კიბოს მართვაში ექსტრაქტის როლის დასადგენად, რათა გაირკვეს ამ ექსტრაქტის ეფექტურობა ადამიანის სხეულში ისევე, როგორც ეს ლაბორატორიაში მოხდა. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება იმის დადგენა, თუ რომელი ელემენტია პასუხისმგებელი კიბოს უჯრედების განადგურებაში.


დოქტორი კეითლინ პალფრემანიBreakthrough Breast Cancer-ის  პოლიტიკის მენეჯერი ამბობს: "რამოდენიმე მნიშვნელოვანი კიბოსთან მებრძოლი პრეპარატი მცენარეებიდან მიღებული. რადგან კვლევა ადრეულ ეტაპზეა, ჩვენ არ ვიცით თუ იქნება მცენარიდან მიღებული პრეპარატი ეფექტური ძუძუს კიბოსთან საბრძოლველად, მაგრამ ველით ყველა სიახლეს ამ მიმართულებით
ქალებს, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბო, და განიხილავენ მცენარეული პრეპარატების გამოყენებას, ვურჩევთ ჯერ გაესაუბრონ მკურნალ ექიმს კიბოს მიმდინარე მკურნალობაზე შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით".
ემა პენერი, Breast Cancer Care-ის კლინიკური დირექტორი ამბობს: "მეტი კვლევაა საჭირო, რომ დავეყრდნოთ ამ ლაბორატორულ სამუშაოს". 





 მასალები მომზადებულია შემდეგი ბმულის გამოყენებით:

 იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში