2.14.2014

ხალხური რეცეპტები

ხალხური რეცეპტების გამოყენება - გაჯანსაღების ძალიან კარგი საშუალებაა. ისინი გამოცდილია დროით და შედეგიანია. ეს რეცეპტები ძირითადად დაფუძნებულია ხალხის უძველეს ცოდნაზე ამა თუ იმ მცენარის, დაავადების გამომწვევი მიზეზის და მიმდინარეობის შესახებ.

კაცობრიობის ჩამოყალიბებიდან დღემდე ადამიანი სწავლობდა გარემოს, აკვირდებოდა მას და იყენებდა თავის სასარგებლოდ. ყველაფერს შესაბამისად თავისი დრო და ადგილი ჰქონდა. მცენარეების მცოდნეები ძალიან დიდ ცოდნას ფლობდნენ როგორც მათ სამკურნალო თვისებებზე, ისე მათი მოგროვების და დაბინავების, გამოყენების პირობებსა თუ წესებზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის, თუ რა დროს, რა ადგილზე, რა გარემოში უნდა მოიკრიფოს, მოგროვდეს, გამოშრეს ესა თუ ის მცენარე, რომელი ნაწილის გამოყენებაა უფრო მიზანშეწონილი, როგორი მომზადების წესია გამოსაყენებელი და კიდევ ბევრი სხვა.

ჯანმრთელობაზე ზემოქმედების უამრავი ხერხი არსებობს, რომელთა ზემოქმედება არ არღვევს ორგანიზმის ეკოლოგიას და ბიოქიმიას. მცენარეული ნაკრებებით ზემოქმედება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია, რადგანაც ცოტაოდენი ინტერესის გამოჩენაც კი საკმარისია, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ზემოქმედების საკუთარ თავზე გამოცდა, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ღმრთისგან ასეთ დალოცვილ და მცენარეული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სამწუხაროა, რომ მიუხედევედ ასეთი მდიდარი მცენარეული გარემოსი, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ქიმიურად შექმნილ პრეპარატებზე და, შესაბამისად, აფთიაქზე ორიენტირებული აზროვნება და ჩვენი ინტერესი, სოფელში ცხოვრების პირობებშიც კი, მთლიანად მოწყვეტილია გარემოს.


ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მცენარე, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ადამიანს თითქმის მის ფეხებთან არის, მის ეზოშივე, ხოლო ამ დროს ადამიანი აფთიაქში ყიდულობს წამალს, რომელიც საიდანღაც შორიდან არის ჩამოსატანი და ამის მეტ გამოსავალს ვერც კი ხედავს. ვერ ხედავს იმ გარემოს შესაძლებლობებს, რომელშიც გაიზარდა, რომელშიც ჩაფლულია, რომელსაც ხელით ეხება ყოველდღე. მე მგონი, ეს ძალზედ დამაფიქრებელი უნდა იყოს.

ქვემოთ მოცემულ ვიდეო რგოლზე ნახავთ არაჩვეულებრივ ქალბატონს, რომელიც აღნიშნავს, რომ იმ მცენარეებით, რომელიც ადამიანის სახლთან აღმოცენდებიან, შეიძლება იოლად გამოიცნოთ რა დაავადება აქვს მის პატრონს. ის მცენარე, რომელიც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის აღსადგენად ყოველთვის მის სახლთან ხარობს. ამიტომ დააკვირდით თქვენ სახლთან აღმოცენებულ მცენარეებს - ისინი ტყუილად არ არიან იქ, ისინი თქვენი ჯანმრთელობის დამცველები არიან! დააკვირდით, ყურადღება მიაქციეთ, შეისწავლეთ და გამოიყენეთ! რა თქმა უნდა ეს ძირითადად სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ეხება, ხოლო ვინც ქალაქებში ვცხოვრობთ - ხშირად გავიდეთ ბუნებაში, ხშირად მივმართოთ მცენარეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად - ეს ნამდვილად გაგვიმარტივებს ცხოვრებას.

ამ რუბრიკაში მინდა მოგაწოდოთ ხალხური რეცეპტები. მინდა, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი:
1. მცენარეები მოქმედებენ სწორად, მაგრამ რეაგირებისთვის მათ გარკვეული დრო სჭირდებათ;
2. მხოლოდ ერთი რეცეპტი არ არის პანაცეა, მაგრამ მას ექნება ეფექტი მხოლოდ მისი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში;
3. უმჯობესია რეცეპტები გამოიყენოთ როგორც ჯანმრთელობის სისტემის რაღაც ნაწილი და არა როგორც ერთადერთი სამკურნალო ხერხი;
4. რეცეპტი უფრო ქმედითია, თუ თქვენი ცხოვრების წესი მთლიანად მიმართულია ორგანიზმის დახმარებისკენ და ამისთვის თქვენ გარკვეულ ძალიასხმევას ატანთ.

დღეს გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც გამოიყენება:

  • მაღალი არტერიული წნევის საკორექციოდ;
  • წმენდს კუჭ-ნაწლავს, ღვიძლს და თირკმელებს;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ამაგრებს ღრძილებს;
  • გიცავთ მწვავე ვირუსული დაავადებების, მათ შორის გრიპისგან.
ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ: 
  • ფიჭვის წიწვები  - 5 სუფრის კოვზი;
  • ასკილის ნაყოფი - 2 სუფრის კოვზი;
  • ხახვის ხმელი ფურცლები - 2 სუფრის კოვზი. 
მომზადების წესი: მასალას დავასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი, ვადუღოთ 10 წუთი დახურულ ჭურჭელში. დავაყენოთ და გადავწუროთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალი დაამატოთ. ეს არის 2 დღის დოზა. ასეთი მკურნალობის კურსი - 4 თვეა.

მოსალოდნელი შედეგები: 5 დღის შემდეგ მოგეხსნებათ თავის ტკივილები, სადღაც 1 თვის შემდეგ შეგიძლიათ თანდათანობით გადახედოთ ჰიპოტენზიური პრეპარატების გამოყენების დოზებს.

 ჰიპერტენზიის მკურნალობის ზოგადი მიმართულება კი ნახეთ აქ.

აქ კი არაჩვეულებრივი ქალბატონის მარტივი რჩევებია, რომელთაც ამ ლინკზე მოისმენთ და ნახავთ.


.


იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

2.08.2014

ბედნიერი ქალის 5 ყოველდღიური ჩვევა


გჭირდებათ ხასიათის გამოკეთება? არ დაელოდოთ პარიზში მოგზაურობას ან ლატარეის მომგებიან  ბილეთს, იმისთვის, რომ უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიური პატარა ჩვევები დიდად ცვლის თქვენს შესაძლებლობებს და კარგ განწყობას ამკვიდრებს.

დილის 9:00 საათი. დაიწყე შენი დღე მწვანით: ადამიანები, რომლებიც დღეში ოთხ ან მეტ ჭიქა მწვანე ჩაის ღებულობენ 44%-ით უფრო ნაკლებად დეპრესიულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მას ნაკლებად სვამენ. ამინომჟავა ტეანინი აიძულებს ტვინს კარგი გაწყობის შემქმნელი ნივთიერება - სეროტონინი გამოყოს.

12:30. შენი გამწმენდი ლანჩი: თევზის ან მარცვლეულის ულუფა შეავსე ხილით ან ბოსტნეულით. შეამცირე შემწვარი, ტკბილი ან დამუშავებული საჭმელი იშვიათობამდე. ქალებს, რომლებიც ასე იკვებებიან, ნაკლებად გამოხატული აქვთ დეპრესია, ასკვნის ავსტრალიური კვლევა.

4:00.  გაისეირნე: ვარჯიშის დროს გამოყოფილი ენდორფინები
ამაღლებს განწყობას.  20 წუთიანი ერთი პატარა სესია განყწობას 12 საათით გაგიუმჯობესებთ.


7:00. მოუმატე რკინას შენს სადილში:  უკეთესი შეწოვისთვის გამოიყენე ვიტამინიზირებული საკვები დანამატები ჭამის დროს, დარწმუნდი, რომ მიიღე 18 მგ რკინა, თუ კლიმაქსამდელ ასაკში ხარ (ამ ასაკის ქალების 16%  აქვს დეფიციტი). ჯარისკაცი ქალები, რომლებიც ასეთ დანამატებს ღებულობენ  უფრო კარგად გადიოდნენ  განწყობის ტესტებს, ვიდრე ისინი, ვინც პლაცებოს ღებულობდნენ, ასე აჩვენა კვლევამ.

10:00.  დააკვირდით კარგ მომენტებს.  ყოველ ღამე ჩაიწერეთ სამი რამ, რაც იმ დღეს თქვენთვის იყო კარგი, მათი სიმცირის მიუხედავად. (39% აღნიშნავს ოჯახთან ერთიანობის მნიშვნელობას, როგორც დღის მათი ბედნიერების მთავარ მომენტს, რაც კოკა-კოლას ბედნიერების გლობალურმა კვლევებმა აჩვენა Coca-Cola Global Happiness Survey ).  კარგად აღწერეთ ის როლი, რომელიც თქვენ შეიტანეთ ყველა ამ ბედნიერი მომენტის შექმნაში.  ასე თქვენ უფრო გემახსოვრებათ, თუ როგორ აკონტროლებთ თქვენი ცხოვრების მკაფიო მომენტებს.  

გამოყენებული მასალა: http://www.prevention.com/mind-body/emotional-health/happiness-tips-good-mood-all-day?cm_mmc=Facebook-_-Prevention-_-mind-body-emotional-health-_-happywomenhabits



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ასევე ნახეთ:
ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი ამ ბლოგზე


2.05.2014

ეშველება რამე ხვრინვას?

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც არ ხვრინავდა. განსაკუთრებულია ეს პრობლემა მათთვის, ვინც ხვრინავს, და მათი ახლობლებისთვის, რადგანაც, ხვრინვა გვერდით მყოფი ადამიანებისთვისაც - სერიოზული  პრობლემაა.

ხვრინვის განვითარების მექანიზმი: ხვრინვას იწვევს შევიწროვებულ სასუნთქ გზებში ხახის და ენის ვიბრაციები ჰაერის ნაკადის მოძრაობისას. სხვადასხვა ჟღერადობის ხმებიც ასეთი ვიბრაციების შედეგია. ხვრინვა პირით სუნთქვისას ვლინდება, რაშიც ენის ვიბრაციული მოძრაობებიც უწყობენ ხელს. ხვრინვა ხშირად რბილი სასის და ენის კუნთების ზედმეტი მოდუნების შედეგია, რაც უფრო მეტად ხანდაზმულებში ვლინდება, თანაც ასაკთან ერთად ხვრინვის სიმძიმე და სიხშირე მატულობს. ასევე ხვრინავენ ბავშვებიც, რაც ხშირად ცხვირ-ხახის რომელიმე პათოლოგიაზე მიუთითებს - ეს არის ანთებითი პროცესები ლორწოვანში, ადენოიდებსა, ნუშურებში თუ სხვა. ზრდასრული ადამიანების ხვრინვა შესაძლოა რაიმე პათოლოგიაზე მიუთითებდეს, რომელიც სასუნთქ გზებში ან ორგანიზმის სხვა სისტემებში არსებობს.

ხვრინვის დროს შესაძლებელია განვითარდეს ე.წ. ღამის აპნოე, ეს არის ღამით ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტა, რაც გამოწვეულია სასუნთქი გზების კედლების გადაკეტვით ან კოლაფსით. ასეთი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს,  იწვევს  გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და სხვა სისტემების, ძილის დაღვევებს, გაღიზიანებულობას, სისუსტეს, გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას და ა.შ.

განსაკუთრებით საყურადღებოა ეს მდგომარეობა ბავშვებში, რადგანაც ყველა ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად შესაძლოა დაირღვეს ბავშვის ზრდა, მისი ქცევა, გამოვლინდეს ენურეზი, დაქვეითდეს დასწავლის უნარი და სხვა. ბავშვებში ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ღამის ძილი განაპირობებს ზრდის ჰორმონის - სომატოსტატინის ოპტიმალურად გამოყოფას. ძილის დარღვევისას ირღვევა ამ ჰორმონის გამოყოფა და, შესაბამისად, ბავშვის ზრდაც.


როგორც ავღნიშნე, ხვრინვა უმეტესად მიუთითებს ადამიანის ორგანიზმში გარკვეული პათოლოგიის არსებობას. იგი ისეთივე სიმპტომია, როგორც თავის ტკივილი, წნევა და სხვა. რა დაავადებებზე შეიძლება იყოს საუბარი? რა თქმა უნდა უპირველესად ეს ეხება იმ ორგანოებს, რომლებზეც არის დამოკიდებული ხახის, რბილი სასის და სასუნთქი გზების მდგომარეობა - უპირველესად ეს არის ცხვირ-ხახის, ზედა სასაუნთქი გზების პრობლემები, მაგალითად, სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული შევიწროვება, ძგიდის გამრუდება, ასევე კუჭ-ნაწლავის, განსაკუთრებით ღვიძლის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები.

სტატიაში - კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი - საუბარია იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხვირის ძგიდეს და მის მდგომარეობას ძილის დროს, რისთვისაც აუცილებებლია მაგარი და ვიწრო მუთაქის გამოყენება. ვფიქრობ, რომ ხვრინვის პრობლემის მკურნალობის დაწყება ზუსტად რომ სწორ ზედაპირზე სწორ პოზიციაში სწორ ბალიშზე ძილით უნდა დავიწყოთ. ეს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ხვრინვასთან წარმატებულ ბრძოლაში.

თუ რაიმე პრობლემები არსებობს ზედა სასუნთქ გზებში, ისინი აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ზომების მიღება უნდა მოხდეს პრობლემის მიხედვით: თუ ეს ანთებითი პროცესებია - საჭიროა ასეთი უბნების სანაცია და სპეციალიზირებული მოვლა, რომლის მიზანი - ანთებითი პროცესების შემცირება და გაქრობაა, თუ ეს პრობლემა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე ორგანოა - ამასაც შესაბამისი ღონისძიებების მიღება სჭირდება. ღვიძლის და ელენთის მოცულობის შესამცირებელ ღონისძიებას ასევე  კაცუძო ნიში გვთავაზობს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რადგან ხვრინვის პრობლემა დიდი ხანია კაცობრიობის გადაუწყვეტელ პრობლემად იქცა, სადღეისოდ არსებობს უამრავი მოწყობილობა, რომლის გამოყენების მიზანი არის ხახის გარკვეულ პოზიციაში გამაგრება და ენის დაფიქსირება, ეფექტი მიიღწევა ხახის და ენის კუნთების გაღიზიანებაში, რაც რბილი სასის ვიბრაციების შემცირებას უწყობს ხელს. ამისთვის მოწოდებულია ბევრნაირი მოწყობილობა, რომელთაც მეტ-ნაკლები ეფექტი გააჩნია. ზოგი მწარმოებელი აღნიშნავს 80%-ან ეფექტს გაურთულებელი ხვრინვის შემთხვევაში, როდესაც ცხვირით სუნთქვა თავისუფალია. სურათებზე მოყვანილია ასეთი მოწყობილობის რამოდენიმე ვარიანტი.


ხვრინვის სამკურნალოდ გამოიყენება ასევე მცენარეული საშუალებები, აკუპუნქტურა, არომათერაპია, ყელის და ყბის ვარჯიშები. მცენარეებიდან ხვრინვის საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა ჯანჯაფილი, იამსი, ბატატი, არქტიუმის ნაყოფი, გამოიყენება ასევე  თაფლი. არომათერაპიისას ასეთი ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ მაიორანის, ევკალიპტის, ლავანდის, პიტნის და როზმარინის ეთერზეთები. 
ყელის და ყბის კუნთების გასამაგრებლად კი კარგია სიმღერა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, სალამურზე დაკვრა (იხილეთ ვიდეო რგოლი). 






იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

2.04.2014

გაიცანით: ნატრიუმის გლუტამატი.

ქართველი მომხმარებელი ნაკლებად ინფორმირებულია საკვებში შემავალ ამა თუ იმ დანამატის თაობაზე. მართლაც და რა დაიმახსოვრებს რომელი დანამატი რა ზიანს აყენებს ორგანიზმს, ისინი ხომ ასე მრავალნაირია! მაგრამ გაფრთხილდით, ეხლა ძნელად თუ მოიძებნება პროდუქტი, რომელიც შეიძლება თამამად გამოიყენო საკვებად, ეს ეხება როგორც "ცოცხალ", ისე "შექმნილ" პროდუქციას. დიახ, ძალიან ბევრს ცდილობენ, რომ პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახდეს მომხმარებლისთვის, თუნდაც ეს მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ასეთი არის დღევანდელი რეალური ვითარება, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.  

ჯანსაღი პროდუქციის შექმნა უფრო რთული და შრომატევადია, ამიტომ იგი თანდათან ქრება მაღაზიის დახლებიდან. რაღა დაგვრჩენია ჩვენ, ჩვეულებრივ მომხმარებლებს? გგონიათ არაფერი არ შეგვიძლია? ცდებით. ეს პროდუქცია ხომ ჩვენთვის იქმნება და მოწოდება ყოველთვის განპირობებულია მოთხოვნით, ამიტომ თუ ჩვენი ორიენტირი შეიცვლება და არჩევანს გონივრულად ჯანსაღ პროდუქტზე შევაჩერებთ ჩვენ შევცვლით არსებულ ვითარებას, რაც ჩვენს ეკონომიკასაც შეეტყობა, რადგანაც ჩვენთან წარმოებული პროდუქტი ჯერ არ არის ისე გაჯერებული მავნე ნივთიერებებით, როგორც ეს უცხოურ უფრო "გამოცდილი" მეწარმეების პროდუქციაში გვხვდება. მაგრამ აშკარაა, რომ ეს მიმართულება უფრო მეტად გაძლიერდება და ჩვენი რეაქცია დროულად უნდა განხორციელდეს. არ დავუშვათ, რომ ჩვენი მოტყუების და ჯანმრთელობის ხარჯზე მოხდეს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლის წახალისება და მისი შემოსავლების ზრდა.

ეს მოკლედ, რაც მინდოდა მეთქვა, ეხლა კი გაგაცნობთ ერთ-ერთ დანამატს, რომელიც ძალიან გავრცელებულია იმ პროდუქციაში, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს და რომელიც სხვადასხვა დასახელებითაა ცნობილი:

  •   E 621,
  •   ნატრიუმის გლუტამატი,
  •   ნატრიუმის გლუტამინატი,
  •   მონონატრიუმის გლუტამატი,
  •   მონოსოდიუმ გლუტამატი,
  •   გლუტამინის მჟავის მონონატრიუმის მარილი,
  •    გემოს გამაძლიერებელი,  
  •    L-გლუტამინის მჟავის ნატრიუმის მარილი, 
  • HVP (hydrolyzed vegetable proteins),
  •   უმამი,
  •   ადზი ნო მოტო,
  •   ვეიცზინი, 
  • სავორი,
  •   MSG (monosodium glutamate),
  •   ჰიდროლიზებული მცენარეული (სოიოს) პროტეინი (hydrolyzed vegetable proteins, hydrolyzed soy protein, hydrolyzed pea protein),
  •   სოიოს ექსტრაქტი (soy extracts),
  •   პროტეინის იზოლატი (protein isolate),
  •   სხვადასხვა სახის საფუარი (autolyzed yeast, hydrolyzed yeast, yeast extract),
  •   კარაგინანი (carrageenan),
  •   Sodium caseinate. 

შესაძლებელია ეტიკეტზე არ იყოს მითითებული არც ერთი ზემოთჩამოთვლილი დასახელება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ E261 არ არის მის შემადგენლობაში. ხშირად მწარმოებლები ასეთ ფრაზებს აწერენ " ნატურალურის იდენტური გემო", "საკმაზი" ან "ნატურალური არომატიზატორი". ყველა ასეთი პროდუქტი შეიცავს გლუტამინის მჟავას, თანაც ჩვეულებრივ გლუტამატთან disodium inosinate და disodium guanylate-სთან ერთად. ამის გარდა, თუ პროდუქტში გლუტამატის რაოდენობა არ აღემატება 50% მწარმოებელს შეუძლია იგი არც მიუთითოს.


შექმნის ისტორია: პირველად E 261 წარმოებულ იქნა იაპონიაში წყალმცენარეების გამოშრობით და მათგან გლუტამინის მჟავის გამოყოფით. 1907 წელს იაპონელმა მეცნიერმა კიკუნაე იკედამ ახალი ქიმიური ქვეტიპი - გლუტამინის მჟავის მარილი შეიმუშავა. 1947 წელს კი მსოფლიომ შეიტყო, რომ მისგან ნებისმიერი არომატის შექმნაა შესაძლებელი.

 თავიდან იგი აზიურ სამზარეულოში გამოიყენებოდა. ბუნებრივად მას წყალმცენარეები, სოიოს პროდუქტები, ჭარხალი, ალაო, ხორცი, პომიდორი, სოკო, ყველი, ხაჭო, სიმინდი, ბარდა შეიცავენ. სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში ნატრიუმის გლუტამატს თევზის შიგნეულობის ან კრევეტების ფერმენტირებით ღებულობენ.
მისი ქიმიური წარმოების დაწყების შემდეგ E 261-ის სასარგებლო თვისებები ეჭვის ქვეშ დადგა.

იგი თეთრი კრისტალური ხსნადი ფხვნილია, რომელიც ფართოდ გამოიყენება იაპონიაში, ჩინეთში, ვიეტნამში და შემდეგ მთელ მსოფლიოში. ნატრიუმის გლუტამატი პროდუქტების გემოს აუმჯობესებს ენის რეცეპტორების მგრძნობელობის გაზრდის ხარჯზე, იგი "ატყუებს" ტვინს და საკვებს უფრო "გემრიელად" წარმოაჩენს.

რა პროდუქციაში გვხვდება ნატრიუმის გლუტამატი: თითქმის ყველა წარმოებულ პროდუქციაში - საკმაზები, ძეხვი, სუპები, ბულიონის კუბიკები, მაკარონი, ბეკონი, ჩიფსები, ორცხობილა, პელმენები, კონსერვები, სოუსები, ასევე პურ-ფუნთუშეული, გაყინული ბოსტნეულის ნახევარფაბრიკატები, სოიოს პროდუქტები, სასმელები და სხვა. მისი მეშვეობით შესაძლებელია პროდუქტისთვის ნებისმიერი გემოს მიცემა - "შაშხის გემო", "ბეკონის გემო" და სხვა.

გლუტამატის ყველაზე დიდი საფრთხე - დამოკიდებულებაა. ამიტომაა იგი დიდი რაოდენობით  სწრაფი კვების პროდუქციაში, თანაც იგი ჭარბი საკვების მიღების მიზეზიც არის. ამ დანამატის მეშვეობით ნიღბავენ ძველ და გაფუჭებულ ნედლეულსაც.

დანამატთან დაკავშირებით ექიმების აზრი ორად არის გაყოფილი: ერთნი მას სამკურნალო საშუალებად თვლიან - ჰიპოაციდური გასტრიტის სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც იყენებენ,  მეორენი კი - "თეთრ სიკვდილს" უწოდებენ.

მართალია ეს დანამატი დაშვებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტები:


  •   იგი  ნერვული სისტემის აღმგზნები მოქმედების ტოქსინია: იწვევს ნარკოტიკთან გათანაბრებულ დამოკიდებულებას - გენურ დონეზე ორგანიზმი უპირატესობას ანიჭებს საკვებს, რომელიც აძლიერებს გემოს შეგრძნებას ენის რეცეპტორების მიერ, ბუნებრივი საკვები აღარ იწვევს სიამოვნებას. თანდათან კი ენის რეცეპტორებიც ატროფირებდება.
  •   E 261-ის რეგულარული მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს - ალერგიულ რეაქციებს, ასთმას, თირკმელების უკმარისობის, დიაბეტის, აუტიზმის, შაკიკის, ალცჰაიმერის დაავადების და ყურადღების კონცენტრირების ნაკლებობის სინდრომს, ჰიპერაქტივობას, პანიკას, ნაწილობრივ პარალიჩს.
  •   მეცნიერმა ჯონ ერბმა გააკეთა აღმოჩენა - ნატრიუმის გლუტამატის დაბადებისას შეყვანა ვირთაგვებსა და თაგვებში იწვევს "მსუქანი" ეკზემპლარების "შექმნას" - გლუტამატი 3-ჯერ ზრდის ინსულინის გამოყოფას, რაც  სიმსუქნეს იწვევს.
  •   მეცნიერმა ჯონ ოლნიმ კი გაარკვია, რომ ნატრიუმის გლუტამატის დიდი დოზებით მიღება ვირთაგვებში ნერვული უჯრედების დაზიანებას, გენოტოქსიკურ ეფექტს და  ცხოველების უჯრედების ოქსიდანტურ დაზიანებებს იწვევდა, ასევე აზიანებდა დნმ-ს.
  •   ხიროსი ოგურომ კი თაგვების დაბრმავება და ბადურის გათხელება დაადასტურა გლუტამატის დიდი დოზით მიღებისას.
  •   1968 წელს აღწერილია "ჩინური რესტორნის სინდრომი": ცხელება, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა და გულისრევის შეგრძნება, რომელიც ვითარდება აზიური საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით საშიშია ასთმიანი ადამიანებისთვის. სიმპტომების საკომპენსაციოდ რეკომენდირებულია B6 ვიტამინის მიღება.
  •   აი რა სიმპტომები შეიძლება აღენიშნებოდეს ადამიანს გლუტამატის მიღების შემდეგ: ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ძილიანობა და სხვა, მართალია ეს სიმპტომები აღინიშნება ძალიან დიდი დოზების მიღებისას. 

ნატრიუმის გლუტამატის გემო იგრძნობა, თუ პროდუქტში მისი კონცენტრაცია  0,03% და მეტი.
პროდუქტებში მისი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1%-0,8%.
ზრდასრულებისთვის მისი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გრ, მოზარდებისთვის - 0,5 გრ - სხეულის წონის 1 კგ-ზე, მაგრამ არა უმეტეს 9 გრ დღეში!

სამ წლამდე ბავშვების კვება ნატრიუმის გლუტამატიანი საკვებით არ არის დასაშვები!

ეხლა თქვენ იცნობთ დანამატს E 261, თქვენი გადასაწყვეტია ჩათვლით თუ არა მას მავნე ნივთიერებად, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ამ დანამატის არსებობას ეტიკეტზე, გაითვალისწინეთ ყოველივე ზემოთაღნიშნული, შეამცირეთ ასეთი პროდუქტების რაოდენობა და უპირატესობა ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს მიანიჭეთ, ასე დაიცავს თავს და ახლობლებს ამ დანამატის მავნე ზემოქმედებისგან.

გამოყენებული მასალა:
http://www.clubinf.ru/news_view.php?id=78
http://www.ljpoisk.ru/archive/6083413.html
http://www.healthtoday.ru/seo_articles/articles34.html

იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!

ასევე ნახეთ:

ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი ამ ბლოგზე







1.24.2014

ბრონქული ასთმა - კომპლექსური მიდგომა



ბრონქული ასთმა დაავადებაა, რომელსაც სუნთქვის პერიოდული შეფერხება - შეხუთვა ახასიათებს.

გარეგანი სუნთქვა ორ სასუნთქ მოძრაობას - შესუნთქვას და ამოსუნთქვას შეიცავს. ამ პროცესში აქტიური როლი დიაფრაგმას - ორგანიზმის ყველაზე დიდ კუნთს ეკუთვნის. მე უკვე ვისაუბრე დიაფრაგმის შესახებ, იხილეთ აქ, ამიტომ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ბრონქული ასთმის გენეზსა და მკურნალობაში მისი როლის მეტად გათვალისწინებაა საჭირო.

შესუნთქვა - აქტიური პროცესია,  ამ დროს ხდება დიაფრაგმის თაღის დაშვება, ნეკნებშორისი კუნთების შეკუმშვა, რასაც ნეკნების აწევა და გულ-მკერდის გაფართოვება, ალვეოლებში წნევის შემცირება (იგი ატმოსფერულ წნევაზე ნაკლები ხდება) და ჰაერით ფილტვების შევსება მოყვება. დააკვირდით, დიაფრაგმის შეკუმშვა ფილტვებში ჰაერის მოცულობის 2/3 შეღწევას განაპირობებს.

ამოსუნთქვა კი სხვაგვარად ხდება - ზემოთხსენებული კუნთები დუნდება და გულ-მკერდი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. ამიტომ ამოსუნთქვა პასიურია და დამოკიდებულია სასაუნთქი სისტემის ელასტიურ თვისებებზე, მის გამტარობასა და ფუნქციურ მდგომარეობაზე.

ბრონქული ასთმის პრობლემაც ზუსტად ესაა - ბრონქების სანათურის შევიწროვება და ამის შესაბამისად ამოსუნთქვის გაძნელება. ადამიანი ცდილობს სუნთქვის დამატებითი კუნთების ამოქმედებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სრულფასოვანი სუნთქვისთვის.

სურათზე ჩანს განსხვავება ჯანსაღ და ასთმით
დაზიანებულ ბრონქიალურ სანათურს შორის
სადღეისოდ ბრონქული ასთმის გამომწვევ მიზეზად ალერგია ითვლება, რომლის განვითარების ველად ავადმყოფი ადამიანის ბრონქების ზედაპირია. აქ ვითარდება სპაზმი, შეშუპება, ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც ზრდის ბრონქების კედლების სისქეს და ამცირებს ბრონქების სანათურს. შესაბამისად, თუკი ბრონქების გამტარობა მცირდება, ამოსუნთქვა ძნელდება, ჰაერის ნაწილი რჩება ფილტვებში, და ეს ხდება ყოველი შესუნთქვა-ამოსუნთქვისას, რაც, ბუნებრივია, შესუნთქვასაც აფერხებს.

ამგვარი რეაქცია ვლინება სხვადასხვა გარეგან თუ შინაგან გამღიზიანებელზე: იქნება ეს სუნამო, მტვერი, დაძაბულობა, სტრესი, ტენიანობა, ბაქტერიები, ვირუსები თუ სხვა.

მეორე მიზეზი ბრონქული ასთმის აღმოცენებისა - ინფექციაა, რაც ასევე იწვევს ბრონქებში ანთებითი პროცესის განვითარებას და შესაბამის სიმპტომატიკას. არის ჰოპითეზაც, რომელიც ორივე ფაქტორის მოქმედებას გულისხმობს - ალერგიულ-ინფექციური თეორია.

ასთმის  მკურნალობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ყველა ღონე მიმართულია ბრონქების გაფართოვებისკენ. კლასიკური საშუალებები გულისხმობს ადრენომიმეტიკების, ბეტა-ბლოკატორების, უმეტესად ადგილობრივი მოქმედების (ინჰალატორები), ასევე ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებას (მძიმე შემთხვევებში), სედატიური, ანტიპარაზიტარული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანტიალერგიული ღონისძიებები.

ბრონქული ასთმა ვითარდება შეტევების სახით, რომლის კუპირება  შესაბამისი პრეპარატებით ხდება, ხოლო დამძიმება გულისხმობს შეტევების გახშირებას, ხანდახან ე.წ. სტატუსის ჩამოყალიბებას, როდესაც შეტევებს შორის შუალედი აღარ არის და საჭიროა პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

რადგან შეტევების კუპირების სქემა არსებობს, მინდა დამატების სახით ჩავრთო მხოლოდ ის, რაზეც არ არის ყურადღება გამახვილებული არსებული სქემების მიხედვით და რაც აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებისთვის.

უპირველესად მინდა გამოკვეთილად ავღნიშნო, რომ პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული მისი მდგომარეობის სიმძიმეზე.
მართალია, ბევრი რამის გამოყენებაა შესაძლებელი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს მწყობრი სისტემის სახე და არ იყოს შემოფარგლული რაღაც ერთჯერადი ღონისძიებებით.

რა თქმა უნდა სამკურნალო ღონისძიებების ინტენსივობა უნდა იზრდებოდეს შეტევების შუალედებში, რადგანაც შეტევის დროს მთავარი მიზანია სუნთქვის აღდგენა. ხოლო შემდგომ, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და იგი შედარებით უკეთ იგრძნობს თავს, უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.

 მკურნალობა ყოველთვის წარმატებულია მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპი - სისხლის მიმოქცევის ოპტიმალობა. ბრონქული ასთმის დროს ხდება სითხის დიდი დანაკარგი, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაძაბვას იწვევს, მცირდება მისი რეზერვები, ამიტომ ამ დაავადების დროს (თუმცა ეს პრინციპი ყოველთვის პრიორიტეტულია) უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვა.

რას გულისხმობს ეს? უპირველესად შესაბამისი სითხითი მოცულობის შექმნას ორგანიზმში იხილეთ აქ  და ასევე გულის, როგორც ამ სისტემის უმთავრესი მალიმიტირებელი საშუალების, საკვები ნივთიერებებით ოპტიმალურ მომარაგებას. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია გულის კუნთის საკვები ნივთიერებებით მომარაგება - ეს არის მინერალები, გლუკოზა, ამინომჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები. ვიმეორებ, ბრონქული ასთმა საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რასაც თან სდევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მკვეთრი დაძაბვა, ამგვარად ეს ღონისძიებები წარმოადგენს საყრდენ მომენტს ასეთი დაავადების სამკურნალოდ.


მკურნალობის შემდეგი და ასევე წამყვანი მომენტი ალერგიასთან ბრძოლაა, რის აღწერასაც შევეცადე  იხ. აქ.  ყველა ჩემს მიერ ამ სტატიაში აღწერილი მომენტი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ამ დაავადების მკურნალობის დროსაც.

მართალია, ზემოთ უკვე ავღნიშნე დიაფრაგმის შესახებ და სტატიაში თქვენ წაიკითხავთ კიდევაც, თუ როგორ უნდა აღადგინოთ ამ მნიშვნელოვანი კუნთის მდგომარეობა, მაგრამ მინდა ამ მომენტს კიდევ უფრო გავუსვა ხაზი და  თქვენი ყურადღება შევაჩერო სუნთქვით ვარჯიშებზე.

მართალია, ყველანი ვსუნთქვათ, თავი ამ საქმის პროფესიონალები გვგონია, მაგრამ სწორი სუნთქვა უმეტესობამ არ იცის, შესაბამისად დიაფრაგმის როლიც მცირდება, იგი დუნდება და შემდეგ ატროფირდება, რაც შესაბამისად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უპირველეს ყოვლისა კი სუნთქვაზე.

მაშ ასე, არსებობს სუნთქვითი ვარჯიშების სხვადასხვა სისტემა, რითაც შეგიძლიათ
დაინტერესდეთ და აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ კიდეც არა მხოლოდ ბრონქული ასთმის
შემთხვევაში, მაგრამ მოდით ეხლა ჩვეულებრივ
სუნთქვაზე ვისაუბროთ.

სუნთქვა არსებობს გულ-მკერდისმიერი, მუცლისმიერი და შერეული. უმეტესობა სუნთქავს გულ-მკერდით, თუმცა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი დიაფრაგმის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია მუცლისმიერი სუნთქვა, როდესაც შესუნთქვისას მუცელი იბერება, ხოლო ამოსუნთქვისას ეშვება. ამ თვისების გამოსამუშავებლად დრო, მონდომება და ყურადღებაა საჭირო, ამიტომ ეხლავე თუ დაიწყებთ და ხშირად გაამახვილებთ ამ ფაქტზე ყურადღებას, ეს უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
დიაფრაგმის სისხლმომარაგების აღდგენა, რაც ამ ვარჯიშებს მოყვება მნიშვნელოვნად შეცვლის ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში არის მოყვანილი მუცლით სუნთქვის ტექნიკა, რაც დაგეხმარებათ ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებაში. როგორც ვიდეოდან გაიგებთ, მუცლისმიერი სუნთქვა არა მხოლოდ დიაფრაგმის, არამედ მუცლის კუნთების გამაგრებაში და ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.



იყავი გონიერი პაციენტი! გისურვებთ ჯანმრთელობას!


ბრონქიალური ასთმა - კომპლექსური მიდგომა
კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის ექვსი ოქროს წესი
წყლის მინერალიზაცია
უშვილობის პრობლემა - მკურნალობის სისწორის ასახვაა
წყლის სიხისტე და ჯანმრთელობა
რომელი მარილი უნდა მივიღოთ?
მე, გარემო და ჯანმრთელობა
ოტიტი ანტიბიოტიკებს არ საჭიროებს!
დააკვირდით სითხეების და პროდუქტების თვისებებს
აუტიზმის აღმოცენების ვერსიები
ვაქცინების სახეობები
ვაქცინების შოკისმომგვრელი შიგთავსი
სითხეების თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
არ მიიღოთ! 3. პროზაკი
არ მიიღოთ! 2
არ მიიღოთ!
აცრები
როგორი პაციენტი ხართ?
გსურთ დაამარცხოთ ალერგია?
დღევანდელობის პარადოქსი
რა არის ალტერნატივა მკურნალობაში?
რა იცით ნეგლერიაზზე?
გოგრა - ჯანსაღი კვების კარგი მაგალითი
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

.